ხუთშაბათი, 30 აპრილი 2026
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

სოსო ცოტნიაშვილის ვიზიტი სკოლაში

S Tsotniashvili lectureჩვენი სკოლის მეგობარმა, პროფესორმა სოსო ცოტნიაშვილმა, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, სადაც ათასზე მეტი დევნილი სწავლობს, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,რა არის მათემატიკური აზროვნების წესი”.

ვრცლად...

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი წეროვანში

Prime Minister in school 06წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 3 საჯარო სკოლას სტუმრობდა. პრემიერ მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება, მიულოცა მათ წიგნის დღე და დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა.

ვრცლად...

,,ო, ენავ ჩემო"

O enav chemo 01დედა ენის დღეს მიეძღვნა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მე-7(2) კლასის (მასწავლებელი ნათელა ჯაოშვილი) ღონისძიება: ,,ო, ენავ ჩემო", რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, უფროსკლასელები. პოეზიის ენით ამეტყველებული მშობლიური ენის სიყვარული საკმაოდ ემოციურად მიიტანეს მსმენელამდე მოსწავლეებმა. საღამო მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა მაია ქურთაულმა.

ვრცლად...

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

Language day 201916 აპრილს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყო ,,ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების გამოფენა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ვეფხისტყაოსნის“ მონაკვეთები და ამ უკვდავი პოემისადმი მიძღვნილი ლექსები, ისაუბრეს ქართული ენის ზღვარდაუდებელ შესაძლებლობებზე, რომლებიც ყველაზე უკეთ სწორედ ,,ვეფხისტყაოსანში“ გამოვლინდა.

ვრცლად...

ნორვეგიის კონსერვატორიის ვიზიტი სკოლაში

norwayსახ. კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს (Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Professionპროექტის ნომერი CPEA-2015/10004 - 2016-2019), რომელიც სრულად არის დაფინანსებული ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU).

პროექტი მოიცავს ინსტიტუციური განვოითარების სხვადასხცვა მიმნართულებას, თუმცა მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება.

ვრცლად...

ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოფენა

FLEX visit in school 092019 წლის 23 მარტს,სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის,'' (ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოფენა) რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ინფორმირება საქართველოში არსებული ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ.

ვრცლად...

შეხვედრა თიბისი ბანკში

Meeting in TBCა/წლის 12მარტს თიბისის სტიპენდიატებს ლადო აფხაზავა შეხვდა - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან.

ვრცლად...

ელიზბარ ელიზბარაშვილის ლექცია

Elizbarashvili lecture 03ა/წლის 1 მარტს, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით ეწვია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი- ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილი.

ვრცლად...

პროექტ „ჩემი სამყაროს“ სალექციო კურსი

Meeting 13 022019 წლის 13 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროექტ „ჩემი სამყაროს“ სალექციო კურსის ფარგლებში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისათვის ჩაატარა ორი ლექცია.

ვრცლად...

თიბისი ბანკის სტიპენდიანტები

Valeri Basharuliმიმდინარე წელს თიბისი ბანკის ინიციატივით საქართველოში 200 მოსწავლეს დაენიშნა სტიპენდია- სპორტსა და ხელოვნებაში განსაკუთრებული უნარების განვითარების მიზნით.

ვრცლად...

Talk to us

085 888 5555