წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 3 საჯარო სკოლას სტუმრობდა. პრემიერ მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება, მიულოცა მათ წიგნის დღე და დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა.
მთავრობის მეთაურთან ერთად ბავშვებს წიგნის დღე მიულოცეს: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესილიძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. ეროვნული იდეა - განათლება, არის ერთადერთი გზა თავისუფლებისკენ და ძლიერი საქართველოს შენებისკენ!
