ოთხშაბათი, 26 ნოემბერი 2025
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

  • მთავარი
  • სასწავლო პროცესი
  • წესები და ინსტრუქციები
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას მატერიალური რესურსების განკარგვის წესი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას მატერიალური რესურსების განკარგვის წესი

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა
წეროვანი
2024 წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. მატერიალური რესურსების განკარგვის წესი (შემდგომში - „წესი“) არეგულირებს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში (შემდგომში - „სკოლა“) საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მატერიალური რესურსით, საჭირო მასალა-ნედლეულით და სხვა რესურსით;
  2. მატერიალური რესურსების განკარგვა გულისხმობს:
  • სკოლის განკარგვის ქვეშ მყოფი ფართის, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მოვლა.
  • სკოლის შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლების მიზნით შესაბამისი პროექტების განხორციელება;
  • სკოლაში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო პროცესების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის კონტროლი;
  • სკოლის ფართის დალაგება-დასუფთავების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა;
  • სკოლის ფართის წყლით, გაზით და ელექტროენერგიით მომარაგებისა და შესაბამისი წვის ხარჯთაღრიცხვის პროცესების კონტროლი.

1.3. სკოლის გარეთ, პარტნიორ ორგანიზაციაში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებისას მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფისა და მასალა-ნედლეულით მომარაგების ვალდებულებები რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;

1.4 სკოლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი

ვალდებულიაშესაბამისი პირობები შეუქმნას თანამშრომლებსა და პროფესიულ სტუდენტებს სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად შესრულებისა და საგანმანათლებლო პროცესისეფექტურად და წარმატებით განხორციელებისათვის;

1.5.პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია პროფესიული განათლების

მასწავლებლის/განმახორციელებელი პირის/მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის ნებართვის საფუძველზე/პასუხისმგებლობის ქვეშ გამოიყენოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკურიბაზა/აღჭურვილობა მოდულით პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისთვის;

1.6.სკოლის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის

უფლებამოსილია სკოლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს

მიმართოს ზეპირსიტყვიერად ან საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი ბარათით, სადაც აღწერილი იქნება მოთხოვნა; რომლის საფუძველზე მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი გასცემს სათანადო რესურსს ან ინვენტარს და სხვა;

1.7.სკოლის თანამშრომლებსა და პროფესიულ სტუდენტებს ასევე უფლება აქვთ ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებით სკოლის „ბიბლიოთეკის დებულების“ შესაბამისად;

1.8.მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დამუშავებულია საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად;

1.9. სკოლის თანამშრომლები და პროფესიული სტუდენტები უფლებამოსილნი არიან ლექციებს შორის შესვენების პერიოდში კვებისა და დასვენებისთვის ისარგებლონ სკოლის სარეკრეაციო სივრცეებით;

1.10.საარქივო სივრცით სარგებლობასა და დოკუმენტაციის საარქივო წესით დაარქივებაზე

პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სკოლის საქმისმწარმოებელი;

1.11. საწყობის სივრცეში შესვლის უფლება აქვს სკოლის დირექტორს და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს;

მუხლი 2. რეგულირების სფერო

2.1 წინამდებარე დებულებას შეიმუშავებს/ცვლილებებს ახორციელებს სამუშაო/თვითშეფასების ჯგუფი, რომელიც მტკიცდება დირექტორის ბრძანებით;

2.2. წინამდებარე წესის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლებია:

ა) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

გ) სკოლის შინაგანაწესი

დ)სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტები.

ე) საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

2.3. წინამდებარე წესში ცვლილებები შედის საფუძვლების ცვლილების მიხედვით, ან ცვლილებების შეტანის თაობაზე სკოლის დირექტორის, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ან სასწავლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პირის ინიცირებით. ან სკოლის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის პროცესების შეფასების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებ(ებ)იდან გამომდინარე.

2.4. წესის გეგმიური შემოწმება ხორციელდება წელიწადში ერთხელ/აქტუალიზება დამდგარი საჭიროების მიხედვით.

2.5. არსებული წესი ძალას კარგავს ახალი წესის (ვერსიის) დამტკიცების შემთხვევაში.

მუხლი 3. სკოლის ინფრასტრუქტურა

3.1. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა უზრუნველყოფილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მატერიალური რესურსით, საჭირო მასალა- ნედლეულით და ხელმისაწვდომია პროფესიული სტუდენტებისთვის სათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის/პროგრამის განმახორციელებელი პირებისათვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის;

3.2. სკოლა სისტემატურად ახორციელებს დაწესებულების რესურსების შეფასებასა და უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებას/განახლებას/შევსებას

3.3. შენობა-ნაგებობა უზრუნველყოფილია გათბობის ცენტრალური სისტემით;

3.4. შენობა-ნაგებობაში მოწყობილია გამიჯნული სანიტარული კვანძები, რომელიც მუდმივად მარაგდება წყლით, აქვს უწყვეტი განათება და ვენტილაცია, სათანადოდ მოწესრიგებულია, უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას და ხელმისაწვდომია ყველა პროფესიული სტუდენტისთვის , მათ შორის შშმ სტუდენტებისთვის და პერსონალისათვის;

3.5. ყველა სასწავლო ფართს და ბიბლიოთეკას აქვს ვენტილაციის, როგორც ბუნებრივი (გარდა სპეციფიური მიზნებისთვის გამოყენებული სივრცისა), ისე ხელოვნური განათების შესაძლებლობა;

3.6. სათავსოებისა და სივრცეების განლაგება ხელს უწყობს საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პროცესის წარმართვას;

3.7. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დამუშავებულია საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად;

3.8. სკოლის საგანმანათლებლო სივრცეები აღჭურვილია A, B, C სასწავლო გარემოს მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც თავსებადია იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებიისათვის საჭირო მოთხოვნებთან/რესურსებთან რომელსაც სკოლა ავტორიზებულ რეჟიმში ახორციელებს.

მუხლი 4. სკოლის საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის შესყიდვა, შენახვა და გამოყენების წესები

4.1. სკოლის საქმიანობის ადმინისტრირებისათვის/საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის შეძენას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორი ან დაწესებულების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი სკოლის ბურალტერთან ერთად, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით;

4.2. საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალი მოდულების განხორციელებისათვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის ნუსხას ადგენს სასწავლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პირი პროფესიული განათლების მასწავლებელთან/პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად და შესყიდვის მიზნით წარუდგენს სკოლის დირექტორს მოდულის დაწყებამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა; შესაძლებელია მასალა-ნედლეული შესყიდულ იქნას სასწავლო პროცესის დაწყებამდე წელიწადში ერთხელ ან ნაწილობრივად მოხდეს მარაგის შევსება, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს მასალა- ნედლეულის შენახვის ვადები და პირობები;

4.3. სკოლის ადმინისტრაციული და სასწავლო საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის შესყიდვის განხორციელებისათვის სკოლის დირექტორი იძლევა თანხმობას (რეზოლუციის გაფორმება), რის შემდეგაც სია გადაეცემა მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს

4.4. ინვენტარისა და მასალა-ნედლეულის შესყიდვა უნდა განხორციელდეს უშუალოდ მოდულის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე;

4.5. ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის შეძენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი ვარგისიანობის ვადა;

4.6. მოდულისათვის(შედეგისთვის), რომლის პრაქტიკული ნაწილი ხორციელდება პრაქტიკის ობიექტზე და პარტნიორი დაწესებულება თავად უზრუნველყოფს მასალა ნედლეულით პროცესს, რაც ასახულია ხელშეკრულებაში, მასალებისა და ნედლეულის შესყიდვას სკოლა არ ახორციელებს (გამონაკლისის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სკოლის მიერ);

4.7. მასალებისა და ნედლეულის შენახვა ხორციელდება სკოლის ტერიტორიაზე საამისოდ გამოყოფილ ადგილას;

4.8. სასწავლო მიზნებისათვის გადაცემული მასალა და ნედლეული გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის;

4.9. პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის/პროგრამის განმახორციელებელი პირისათვის სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილი ინვენტარის, მასალებისა და ნედლეულის გადაცემას ახორციელებს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი უშუალოდ მოდულის დაწყებამდე და ახდენს გაცემული მასალა-ნედლეულის თუ ინვენტარის შესაბამის ჟურნალში აღრიცხვას, რაც დასტურდება მიმღების (მოდულის განმახორციელებელი პირის) ხელმოწერით და მიღება - ჩაბარების აქტით;

4.10. პროგრამის/შესაბამისი კომპონენტის დასრულებისას ხორციელდება გახარჯული მასალებისა და ნედლეულის შესახებ ანგარიშგება და საჭიროების შემთხვევაში, გაუხარჯავი მასალებისა და ნედლეულის დაბრუნება, რაც ასევე აღირიცხება შესაბამის ჟურნალში მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის მიერ;

4.11. მასალებისა და ნედლეულის შენახვა ხორციელდება კონკრეტული მასალა-ნედლეულის შენახვის წესების დაცვით.

მუხლი 5. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის/პროექტის (მტკიცებულებების) შენახვისა და განკარგვის წესი

5.1. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი/პროექტი, რომელიც წარმოადგენს შეფასების მტკიცებულებას, ინახება სკოლაში შეფასების უწყისის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ან რჩება სკოლაში საგანმანათლებლო მიზნებისათვის ან გადაეცემა ავტორს;

5.2. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული მოდულის შედეგის დადასტურებისათვის და არის მალფუჭებადი, ასეთი შემთხვევებისთვის შესრულების მტკიცებულებების დასადასტურებლად კონკრეტული პროდუქტისათვის ივსება სპეციალური ფორმულარი (ფორმულარში მითითებულია მოდული, შედეგი, შემსრულებელი, მოდულის განმახორციელებელი პირი, რიცხვი და სხვა) და ხდება პროდუქტის ფოტოგრაფირება/ვიდეოგადაღება. ფორმულარი ფოტო/ვიდეო მასალასთან ერთად სკოლაში შეფასების უწყისის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ან რჩება სკოლაში საგანმანათლებლო მიზნებისათვის ან გადაეცემა ავტორს, ხოლო მალფუჭებადი პროდუქტი ნადგურდება კანონმდებლობით განსაზღვული წესით;

5.3. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას შექმნილი ელექტრონული პროდუქტი (თუ ეს დაკავშირებულია სწავლის შედეგის დადასტურებასთან, ანუ წარმოადგენს შეფასების მტკიცებულებას), უნდა ჩაიწეროს ინფორმაციის ციფრულ მატარებელზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ამოიბეჭდოს) და ინახება სკოლაში შეფასების უწყისის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით/ან ინახება/სურვილის შემთხევევაში ასლი გადაეცემა კურსდამთავრებულს;

5.4.იმ შემთხვევაში , თუ შეფასების მტკიცებულება შექმნილია ელექტრონული სახით, დაცული უნდა იყოს რამდენიმე ეგზემპლიარად, შენახვისას გათვალისწინებული უნდა იქნას ელექტრონული ფაილების დაცვის წესები.ელექტრონული მტკიცებულებები უნდა ატვირთულ იქნას ელექტრონულ პლატფორმაზე, ან ჩაიწეროს შესაბამის მატარებელზე, რომელიც ინახება სასწავლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პირთან.

5.5. სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქტის/პროექტის შენახვისას შესაძლებელი უნდა იყოს მისი ავტორ(ებ)ის/შემქმნელ(ებ)ის, შესრულების თარიღის იდენტიფიცირება, ასევე რომელი პროგრამის/მოდულის ფარგლებში შეიქმნა აღნიშნული მტკიცებულება. შეფასების მტკიცებულებები აღრიცხება იმგვარად, რომ უზუნველყოფილი იყოს მათი მიკვლევადობა;

მუხლი 6. ლაბორატორიები და ტექნოლოგიური/სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოშობილი ნარჩენების მართვა

6.1.სკოლაში სასწავლო მიზნებისათვის მოწყობილია დარგობრივი გარემოებები/ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ქიმიის საექსპერიმენტო ხელსაწყოებით და თვალსაჩინოებებით: მიკროსკოპები, რეაქტივები, კოლბები, სხვადასხვა ინვენტარი, რომლითაც პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაატარონ პროგრამით გათვალისწინებული ცდები/აქტივობები.

ბ) აუდიტორიები აღჭურვილია ადამიანის ორგანოების მულაჟებით, მიკროსკოპით და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებით, სადაც პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ იმუშაონ მიკროსკოპით, ჩაატარონ სხვადასხვა ექსპერიმენტები; გარემოს აქვს დამატებით რესურსები: - მონიტორი, პროექტორი და დაფა.

  1. ლექციის მიმდინარეობისას ლაბორატორიის კარი უნდა დაიხუროს.
  2. ექსპერიმენტის, ცდის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ პროფესიული განათლების მასწავლებლის/ლაბორანტის მიერ ლაბორატორიულ ამოცანაზე დაშვების მიღების შემდეგ.
  3. ლაბორატორიულ ამოცანაზე დაშვების მისაღებად, პროფესიული სტუდენტი მასწავლებლისგან უნდა გაეცნოს ლაბორატორიული ამოცანის აღწერას და მისი შესრულების უსაფრთხო წესებს.
  4. ცდის ჩატარების დროს საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ერთჯერადი ხელთათმანები. ხელთათმანების გადაყრა უნდა მოხდეს ცდის დასრულებისთანავე ლაბორატორიაში განთავსებლ სანაგვე ურნაში;
  5. ცდის ჩატარების დროს საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას დამცავი სათვალე;
  6. დამცავი სათვალისა და ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენების აუცილებლობას განსაზღვრავს მოდულის განმახორციელებელი პირი;
  7. სამუშაოს დასრულების შემდეგ პროფესიული განათლების მასწავლებელმა/პროფესიულმა სტუდენტმა ხელსაწყო უნდა გამორთოს, სამუშაო ადგილი და ლაბორატორია მოწესრიგებულად დატოვოს.
  8. აწყობილი ხელსაწყოს ჩართვამდე პროფესიულ სტუდენტი ვალდებულია აჩვენოს მასწავლებელს მომზადებული დანადგარი, ექსპერიმენტის, ცდის შესრულების მსვლელობის ჩასაწერად მომზადებული დაკვირვების ფურცელი (ასეთის შემთხვევაში).
  9. დაუშვებელია ელექტრულ ხელსაწყოებთან მუშაობა სველი ხელით. კონდენსატორებთან მუშაობისას აუცილებელია ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება – დამცავი ხელთათმანი, იზოლირებული სახელურები, დამჭერები და ა.შ.
  10. დაუშვებელია ელექტრო ხელსაწყოების არაიზოლირებულ მომჭერებთან დაუცველი ხელის შეხება.
  11. თხევადი და მყარი სხეულების გახურებისას დაუშვებელია ჭურჭელში ზემოდან ჩახედვა.
  12. დაუშვებელია ცდის ჩატარების დროს პროფესიული სტუდენტის ან/და მასწავლებლის მიერ ცდისათვის საჭირო მასალის თვალებთან ან პირთან ახლოს მიტანა;
  13. ყოველი ცდის ჩატარების შემდეგ საჭიროა გამოყენებული ჭურჭლის გარეცხვა;
  14. სპირტქურასთან ახლოს ადვილად აალებადი სხეულების (მაგ.ქაღალდი),დადება არ შეიძლება;
  15. დაუშვებელია ცდის მსვლელობისას გაცხელებული ჭურჭლის შენახვა მის გაცივებამდე;
  16. აუცილებელია მოხდეს თითოეული ინციდენტის (ასეთის შემთხვევაში)ადეკვატური შეფასება, დაწესდეს ზედამხედველობა;
  17. ცდის ჩატარებისას, თუ რომელიმე ნივთიერება შემთხვევით კანზე მოხვდება, პროფესიულ სტუდენტს ან/და მასწავლებელს აუცილებლად უნდა მოხდეს საპნიანი წყლით დამუშავება და ექიმთან კონსულტაციის გავლა;
  18. ლაბორატორიაში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
  19. მინის საგნების გატეხვის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ გასუფთავდეს ლაბორატორია მინის ნარჩენებისაგან.
  20. სამუშაო ზონაში აკრძალულია საკვებისა და სასმელის მიღება, პირადი ნივთების შენახვა.
  21. ლაბორატორია უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, დაუშვებელია ცდის ჩატარების დროს მაგიდაზე განთავსებული იყოს სხვა სახის ნივთიერებები, რომელიც ცდისათვის არ გამოიყენება;
  22. ინფორმაცია უბედური შემთხვევის ან აშკარა პოტენციური დაზიანების/საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს;
  23. ლაბორატორიაში აღჭურვილობის დაზიანების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ვალდებულია, სკოლას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს გამოწვეულია ექსპერიმენტის (ცდის) ჩატარებისას.
  24. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სკოლის ბუღალტერი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად.ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება დაზიანებული/დაკარგული რესურსის საბაზრო ფასის შესაბამისად.
  25. სასწავლო მიზნებისათვის ორგანიზებულ ტექნოლოგიურ/ლაბორტორიულ/საწარმოო პროცესში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი ნარჩენების უტილიზაციის წესების დაცვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში უტილიზაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს და გარშემო მყოფ პირებს;
  26. ნარჩენების შეგროვებაზე და უტილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი მოდულის განმახორციელებელს;
  27. უტილიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული სტუნდენტ(ებ)ის ს მონაწილეობით, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი;
  28. ქიმიური ლაბორატორიული ნარჩენების, რომლებიც მიეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიას(მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად), საყოფაცხოვრებო ნაგავში/მუნიციპალური ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში გადაყრა და საკანალიზაციო სისტემაში გადაღვრა აკრძალულია;
  29. ცალკე კონტეინერში უნდა მოგროვდეს დაღვრილი ქიმიური ნივთიერებების ან საწვავ და ადვილად აალებადი სითხეების შესაგროვებლად გამოყენებულ სორბენტები და სხვა მასალები (ფილტრის ქაღალდი, ტილოები);
  30. ბასრი და სახიფათო ნარჩენები, უნდა მოთავსდეს სპეციალურ, დაცულ კონტეინერში გამაფრთხილებელი წარწერით. ასევე კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს ბუნებრივი ნარჩენების მოგროვება და უტილიზაცია(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  31. ვადაგასული და გამოუსადეგარი რეაქტივები უნდა შეგროვდეს ცალკე, საამისოდ გამოყოფილ სივრცეში და უტილიზაციისათვის/გასანადგურებლად გადაეცეს შესაბამის ლიცენზირებულ სპეციალურ სამსახურს;
  32. საკანალიზაციო სისტემაში არ შეიძლება გადაიღვაროს ლაბორატორიული თხევადი ნივთიერებების წყალხსნარები, რომელთა კანალიზაციაში გადარვრაც აკრძალულის კანონით.
  33. თუ შეუძლებელია უწარწერო ქილაში მოთავსებული ნივთიერების იდენტიფიკაცია, მაშინ ასეთი რეაქტივი გასანადგურებლად უნდა გადაეცეს შესაბამის ლიცენზირებულ სპეციალურ სამსახურს;
  34. ლაბორატორიული ექსპერიმენტების ნარჩენები(ასეთის არსებობის შემთხვევაში)რომლებიც ექვემდებარება სპეციალური მეთოდის მიხედვით დამუშავებას, იმართება შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების გათვალსწინებით
  35. ნარჩენები, რომელიც წარმოდგენილია ქაღალდის სახით, შეგროვდება შესაბამის სათავსოში, მოხდება რეგულარულად მათი ჩაბარება მაკულატურის სახით;
  36. ქიმიური ნარჩენების დროებითი შენახვის სათავსოში განთავსებისას ის იზოლირებული იქნება (სივრცობრივი იზოლაცია) სხვა ტიპის ნარჩენებისაგან. ქიმიური ნარჩენების დროებითი შენახვისას გათვალისწინებულია ნარჩენების სპეციფიკური თვისებები (მაგ., აალება, კოროზიულობა და ა.შ.). სკოლის ტერიტორიიდან სპეციფიკური ნარჩენების გატანასა და განადგურებას ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.
  37. ნარჩენები, რომელიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და გარეშე პირებს, არ იწვევს დაბინძურებას გადაიყრება

მუხლი 7. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პროცედურები

7.1. პსდ-ში შექმნილი ინფორმაციის ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა შეესაბამება დაწესებულების პროცესებს, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესისათვის საკმარისი, სათანადო პარამეტრების მქონე კომპიუტერების რაოდენობით უზრუნველყოფას.

7.2. სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიის ბაზას განეკუთვნება: კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორები, ეკრანები, პრინტერები, ქსეროქსის აპარატი, კომბაინები, სერვერები, ინტერნეტისა და ტელეფონის მუშაობასთან დაკავშირებული მოწყობილობები, ხმის აღწარმოების საშუალებები, კომპიუტერული პროგრამები (მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საჭირო

პროგრამები), სათვალთვალო სისტემის აღჭურვილობა და სხვა ტექნიკა, რაც სკოლის სასწავლო და ადმინისტრაციული მუშაობისთვისაა განკუთვნილი;

7.3. სკოლაში ხელმისაწვდომია კაბელიანი და უკაბელო ინტერნეტი.

7.4. სკოლა საჭიროების შესაბამისად ახორციელებს საინფორმაციო რესურსების განახლებას;

7.5. პროფესიული სტუდენტების და პერსონალისათვის მუდმივად ხელმისაწვდომია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და მომსახურება;

7.6. საგანმანათლებლო სივრცეები აღჭურვილია A,B C, გარემოს მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

7.7. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშობას უზრუნველყოფს IT სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებს როგორც ტექნიკურ გამართულობას, ასევე ხდენს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას.

7.8. დაწესებულება აფასებს საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და IT პროცესების სისტემის ეფექტიანობას, რისთვისაც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების IT რისკების მართვას,

7.9. სკოლის კომპიუტერები უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით და ვირუსისგან დამცავი სისტემით.

7.10. დაწესებულება უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას;

7.11. პსდ უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა და პერსონალის ინფორმირებას ერთიანი ელექტრონული საკომუნიკაციო მექანიზმით/სისტემით ან სატელეფონო ან პირისპირ კომუნიკაციით.

7.12. დაწესებულება ახალი თანამშრომლის სამსახურში მიღების ან სტუდენტის ს რეგისტრაციის მომენტში ახორციელებს ინფორმირების ერთიანი საკომუნიკაციო ბაზების შევსებას, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მისამართების გახსნის მომსახურეობას.

7.13. თანამშრომელი სამსახურში მიღების ან სტუდენტი რეგისტრაციის მომენტში ხელს აწერს თანხმობას, რომ მის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართი წარმოადგენს მასსა და სკოლას შორის ინფორმაციის მიმოცვლის ოფიციალურ გზას და აღნიშნულ მისამართზე სკოლის მხრიდან გაგზავნილი ყველა სახის ინფორმაცია ჩაითვლება მიწოდებულად.

7.14. თანამშრომელი სამსახურში მიღების ან სტუდენტი რეგისტრაციის მომენტში განცხადებაზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას, რომ ელექტრონული ფოსტის ცვლილების შემთხვევაში არაუგვიანეს ერთი დღისა შეატყობინებს სკოლას აღნიშნულის შესახებ.

7.15. IT სპეციალისტი, სამოქმედო გეგმის/დირექტორის მოთხოვნის შესაბამისად წერს ანგარიშს.

7.16. IT სპეციალისტი საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს სკოლის ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირთან სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ავტორიზაციის მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროცესებთან შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით.

მუხლი 8. საინფორმაციო ტექნოლოგიების შეფასება და IT რისკების მართვა

8.1. სკოლა სისტემატიურად ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მონიტორინგს, რაც გულისხმობს როგორც მათ ტექნიკურ შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამობების აღმოფხვრას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას. სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიის ბაზის შეფასების მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების დაცვის, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეუფერხებელი მიღწევისა და ადმინისტრაციის მუშაობის მდგრადობის უზრუნველყოფა;

8.2 ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ხორციელდება რისკების მართვა, რაც აერთიანებს სკოლის პასუხისმგებელი პირების გადაწყვეტილებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზაციის სტრატეგიულ დაგეგმვაზე, მმართველობასა და ყოველდღიურ ოპერირებაზე.

8.3. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის განუყოფელი ნაწილი და უწყვეტი პროცესი.

8.4. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა გულისხმობს:

  • რისკების იდენტიფიცირებას;
  • რისკების შეფასებას იმის მიხედვით, თუ რა შედეგები მოყვება მათ სკოლის ფუნქციონირებასთან მიმართებაში და მათი ხდომილების ალბათობა;
  • ამ რისკების დადგომის ალბათობას და მათ შესაძლო შედეგებს, მათ შესახებ ინფორმირებულობის არსებობას;
  • რისკებთან მოპყრობის პრიორიტეტულობის დადგენას;
  • რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულ დაინტერესებულ პირების განსაზღვრას და მათი ინფორმირებულობას რისკების მართვის სტატუსის შესახებ;
  • რისკებისა და რისკების მართვის პროცესის რეგულარულ მონიტორინგსა და განხილვას; რისკების მართვისადმი მიდგომის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებას; თანამშრომლების ინფორმირებულობას რისკებისა და მათი შემცირების გზების შესახებ.

8.5. რისკების შეფასება განსაზღვრავს ინფორმაციული აქტივების ფასულობას, ახდენს მოსალოდნელი საფრთხეების და არსებული (ან შესაძლო) სუსტი წერტილების, უარყოფითი შედეგების იდენტიფიცირებას, განსაზღვრავს არსებულ კონტროლის მექანიზმს და მის გავლენას აღმოჩენილ რისკებზე, ასევე განსაზღვრავს პოტენციურ უარყოფით შედეგებს და საბოლოოდ ანიჭებს პრიორიტეტებს გამოვლენილ რისკებს და ახდენს მათ კლასიფიცირებას კონკრეტულ გარემოში.

8.6. რისკების შეფასება წარიმართება განმეორებად ციკლად.

8.7. რისკის კონტროლი გულისხმობს შემდეგი ტიპის დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფას: აღმოჩენა, აღდგენა, შესწორება, განადგურება, თავიდან არიდება, გავლენის შემცირება, მონიტორინგი და ინფორმირებულობა.

8.8.სკოლა უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ქმედებების შესატყვისობას მოცემულ მომენტში არსებულ ვითარებებთან.

8.9. იდენტიფიცირებულია სკოლისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის (ელექტრონულ ფორმატში არსებული) განთავსების ადგილი და უზრუნვეყოფილია ამ ინფორმაციის დაცულობა სარეზერვო ასლის მეშვეობით.

8.10. სკოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციები ინახება სკოლის შემდეგ პერსონალთან:

- დირექტორი;

თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ინფორმაციის დაცულობაზე საკუთრი კომპეტენციის ფარგლებში, სისტემატიურად იღებს რეკომენდაციებს IT სპეციალისტისაგან და უზრუნველყოფს აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციას და სათანადო აქტივობების განხორციელებას გონივრულ ვადებში.

8.11. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მიზნით სკოლის იყენებს გარე მეხსიერებას;

8.12. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მიზნით სკოლა იყენებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს ელქტრონულ პორტალს შეფასებების მტკიცებულებების შესანახად;

8.13. სარეზერვო ასლების განახლებაზე პასუხისმგებელია IT სპეციალისტი. შესაძლებელია ინფორმაციის დაცულობისათვის გამოყენებულ იქნას სკოლაში ქსელში ჩართული კომპიუტერებისათვის შიდა ერთიანი ქსელი (ასეთის არსებობის სემთხვევაში).სარეზერვო ასლები ინახება დირექტორთანაც.

8.14. IT სპეციალისტი უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად სკოლის თანამშრომელთა და პროფესიულ სტუდენტთა ტრენინგს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების, ინფორმაციული რისკებისა და მათი მართვის შესახებ. სკოლის თანამშრომლების ინფორმირებულობა ორგანიზაციის რისკების შესახებ, რისკების და პრობლემური საკითხების შემცირების კონტროლის მექანიზმის შესახებ ხელს უწყობს ინციდენტების და მოულოდნელი შემთხვევების ეფექტურ აღმოფხვრას.

8.15. IT სპეციალისტი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მუდმივ შესაბამისობას საგანმანათლებლო პროცესებთან და ინფორმაციის დაცულობას. საჭიროების შემთხვევაში IT სპეციალისტი წარადგენს ანგარიშს.

8.16. წინამდებარე ინსტრუქციით გასაზღვრული მიზნებისათვის სკოლის IT სპეციალისტი სისტემატიურად ახორციელებს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიის ბაზის მუშაობის მონიტორინგს და საჭიროების მიხედვით დირექტორს წარუდგენს მოთხოვნას ამ ინსტრუქციის მე- 3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიის ბაზის გადახედვა სავალდებულოდ წარმოებს, სკოლის მიერ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნებისათვის.

მუხლი 9. კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის ინსტრუქცია

9.1 .კომპიუტერული ტექნიკით მოსარგებლე ვალდებულია:

კომპიუტერის გამოყენების შემდეგ გათიშოს ქსელიდან წესების დაცვით;

არ გამოიყენოს კომპიუტერული პროგრამების არასასწავლო მიზნებისათვის;

არ მიიღოს საჭმელი კომპიუტერულ კლასში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყალი;

დაიცვას კომპიუტერულ კლასში სიწყნარე;

არ დაუშვას კომპიუტერულ კლასში მოწევა ან რაიმე ცეცხლის გაჩენის მაპროვოცირებელი მოქმედების ჩადენა;

არ დაკაწროს და არ დააზიანოს კომპიუტერის ეკრანი, ქეისი თუ სხვა აქსესუარები

არ დაუშვას ელექტრონული რესურსებით არადანიშნულებისამებრ სარგებლობა (ასეთად ჩაითვლება სხვადასხვა გასართობი, სათამაშო, ინტიმური შინაარსის ვებ-გვერდებით სარგებლობა, თამაშების და სხვა მსგავსის ჩამოტვირთვა, კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაციის შეცვლა და სხვა);

არ განახორციელოს კომპიუტერში თვითნებურად რაიმე პროგრამული ფაილის ჩაწერა და წაშლა;

კომპიუტერის გაუმართავად მუშაობის შემთხვევაში დაუშვებელია ხარვეზის თვითნებურად გასწორება. აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს მოდულის განმახორციელებელ პირს/ IT სპეციალისტს

9.2. ელექტროდენით დაზიანების თავიდან აცილებისათვის იკრძალება:

ა) კომპიუტერის ხშირი ჩართვა-გამორთვა;

ბ) კომპიუტერის ეკრანზე და ბლოკის ზურგის მხარეს შეხება;

გ) კომპიუტერთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა სველი ხელებით;

დ) მუშაობა კომპიუტერულ მოწყობილობასთან, რომელსაც დარღვეული აქვს კორპუსის მთლიანობა ან/და სადენების იზოლაცია;

ე) ელექტროქსელში ჩართულ პრინტერზე კარტრიჯის შეცვლა; ვ) კომპიუტერულ მოწყობილობებზე უცხო საგნების დაწყობა.

9.3. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას

9.4. კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობის წესს ეცნობა სკოლის ყველა თანამშრომელი და პროფესიული სტუდენტი . წესების დაცვა სავალდებულოა ყველასთვის.

9.5.სასწავლო პროცესის მიღმა კომპიუტერული კლასით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ დირექტორის ნებართვით მოდულის განმახორციელებელი პირის/IT სპეციალისტის მეთვალყურეობით.

9.6.კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუკი იგი გამოწვეულია პროფესიულ სტუდენტის დაუდევრობით ან განზრახი ქმედებით.

9.7.ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სკოლის ბუღალტერი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორთან ერთად.ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება დაზიანებული/დაკარგული რესურსის საბაზრო ფასის შესაბამისად.

მუხლი 10. სასწავლო პროცესის ფარგლებში დასაცავი სპეციალური უსაფრთხოების ნორმები

10.1. სკოლაში შრომისა და სასწავლო პროცესის უსაფრხოების ზოგადი ნორმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტებით;

10.2. სკოლაში განხორციელებადი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის

(რომელიც საჭიროებს სპეციფიურ უსაფრთხოების დაცვას) განთავსებულია შესაბამისი წესები;

10.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, პროგრამის ხელმძღვანელი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან შეთანხმებით შეიმუშავებს უსაფრთხოების წესებს, ნორმებს, ნიშნებს და სავალდებულო წესით გამოაკრავს შესაბამის სასწავლო გარემოში;

10.4. მოდულის/პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირება შრომის უსაფრთხოების წესების შესახებ მოდულის ფარგლებში მოდულის განხორციელების დაწყებისთანავე. ხოლო სასწავლო პროცესში უზრუნველყოს მოდულის მიმდინარეობისას უსაფრთხობის წესების შესრულების კონტროლი თვისი კომპეტენციის ფარგლებში.

10.5.უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სისტემატიურად ხორციელდება კომპიუტერული მოწყობილობების, ელექტრო გაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების შემოწმება, აკრძალულია ელექტროგაყვანილობისა და კაბელების გამოყენება აშკარა იზოლაციის გაუმართაობით და სხვა დაზიანებით;

10.6. აალებული ნაბეჭდი მასალების ჩაქრობა დასაშვებია ფხვნილის ან ნახშირორჟანგის ცეცხლმაქრების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული დოკუმენტების, წიგნების, ჟურნალების ღირებული ასლების დაზიანება;

10.7. კომპიუტერული/საოფისე აღჭურვილობა არ უნდა იყოს დაფარული ქაღალდებით, ტანსაცმლით და სხვა უცხო საგნებით;

10.8 კომპიუტერული ტექნიკის/ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაცია ხდება შეფუთვის გადასაფარებლების და პანელების მოხსნის შემდეგ, დაუშვებელია აალებადი მასალების გამოყენება ელექტრო ნათურებისა და მოწყობილობების დასაფარავად;

10.9. სკოლის IT სპეციალისტს გავლილი აქვს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი;

მუხლი 11. ინვეტარიზაცია

11.1. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა კანონმდებლობის შესაბამისად ატარებს ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციას;

11.2. ინვეტარიზაციის მიზანს წარმოადგენს, აგრეთვე:

ა) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ასევე ფულადი საშუალებებისა და დაუმთავრებელი წარმოების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა;

ბ) მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი საშუალებების დაცულობაზე კონტროლი;

გ) ზენორმატიული და გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების გამოვლენა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით;

დ) მატერიალური და ფულადი ფასეულობების შენახვის წესებისა და პირობების შემოწმება, ასევე მანქანების, მოწყობილობების, ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვის შემოწმება;

ე) ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, სალაროს ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშებზე ფულადი სახსრების, გზაში მყოფი ფულადი სახსრების, დებიტორული და

კრედიტორული დავალიანებებების, დაუმთავრებელი წარმოების, მომავალი პერიოდის ხარჯების, მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელების რეზერვისა და ბალანსის სხვა მუხლების რეალურობის შემოწმება.

11.3. საანგარიშგებო წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის რაოდენობას, მათი ჩატარების თარიღებს, ქონებასა და ვალდებულებათა ჩამონათვალს, თითოეული ინვენტარიზაციის დროს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი;

11.4. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა. ვადა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

11.5. ინვენტარიზაციის ჩასატარებლად სკოლაში დირექტორის მიერ იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობას და ჩატარების ვადებს განსაზღვრავს დირექტორი.

11.6. ინვენტარიზაციის ჩატარება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად როგორც გეგმიურად, ასევე საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიურადაც.

მუხლი 12. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეფასება და გაუმჯობესება

12.1. სკოლა სისტემატურად აფასებს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობას;

12.2. სკოლა სისტემატურად ახორციელებს საკუთარი რესურსების შეფასებასა და უზრუნველყოფს მის განვითარებას/განახლებას/შევსებას.

12.3. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეფასებას ახორციელებს სკოლის ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირი მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორთან და დირექტორის მოადგილესთან თანამშრომლობით;

12.4. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიურად ახორციელებენ შემოვლას და დათვალიერებას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საპრევენციო ჩარევებს, იძლევა რეკომენდაციას.

12.5 სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საერთო შეფასების შედეგები საჭიროების შემთხვევაში განიხილება სკოლის დირექტორთან. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მიერ ხორციელდება პრევენციული და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს ახლის შესყიდვას, განახლებას, აღდგენასა და სხვა.

12.6 სკოლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან სკოლის ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ავტორიზაციის მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროცესებთან შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით.

მუხლი 13. ვიდეოკონტროლი

13.1 დაწესებულებაში ხორციელდება ვიდეო კონტროლი შემდეგი მიზნების უზრუნველსაყოფად: ა) შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) მატერიალური ქონების/საკუთრების დაცვის მიზნით;

გ) მიმდინარე პროცესების უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კონტროლის მიზნით;

დ) გარეშე პირების /ვიზიტორების ტერიტორიაზე შესვლის, დაყოვნების კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;

ე)საფრთხის არსებობისას სწრაფი რეაგირებისა და შესაძლო ზარალის მინიმიზაციის უზრუნველყოფის მიზნით.

13.2 ვიდეო კონტროლს ექვემდებარება დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრი (საერთო მოხმარების სივრცეები). ვიდეო კონტროლი არ ხორციელდება სანიტარულ კვანძებში. სასწავლო გარემოში ვიდეო კონტროლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ აღნიშნული აუცილებელია ქონების/ მატერიალური ფასეულობის დასაცავად.

ვიდეო კონტროლის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებულია დაწესებულების მთელი ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილებზე.

13.4. პერსონალი ამ წესის გაცნობითა და ხელმოწერით, ასევე ადასტურებს ვიდეო კონტროლის წესის შესახებ ინფორმირებასა და თანხმობას, ვიდეო კონტროლის მასალის/ჩანაწერის დამუშავება- ანალიზის შესახებ, ამ წესით დადგენილი პირების მხრიდან.

13.5.ვიდეოჩანაწერი ინახება ვიდეოჩანაწერების შენახვისთვის განკუთვნილი ფაილური სისტემით, მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის/მიზნების მისაღწევად.

13.6 ვიდეო კონტროლის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე წვდომის უფლებ აქვს: ა)დირექტორს;

ბ) მანდატურს/მანდატურებს

) დირექტორის ნებართვით, სათანადო არგუმენტირების საფუძველზე, დაწესებულების პერსონალს ან ამ მიზნით მოწვეულ პირს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებს.

13.7.ვიდეო-ჩანაწერის ნახვა განიხილება როგორც პერსონალური მონაცემების დამუშვება. პერსონალი, რომელიც უფლებამოსილი შეიქნება ჩანაწერის განხილვა-ანალიზზე, ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

13.8. ვიდეო-ჩანაწერების დამუშავების/განხილვისას შესაბამისი პირების მიერ დგება ოქმი, რომელიც შეიცავს მონაცემთა დამუშავების მიზნის, თარიღის, ადგილის, დროისა და იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, ვის მიერაც იქნა განხილული/დამუშავებული.

მუხლი 14. სპორტული ინფრასტრუქტურა, სარეკრეაციო ზონები

14.1.სკოლას აქვს სპორტული სივრცე, სარეკრეაციო ზონები

14.2.სპორტული ინფრასტრუქტურით, სარეკრეაციო ზონით სარგებლობის უფლება აქვთ პროფესიულ სტუდენტების, პროგრამის განმახორციელებელ პირებს და სკოლის ადინისტრაციის თანამშრომლებს;

მუხლი 15. დასკვნითი დებულებები

15.1. მატერიალური რესურსების განკარგვის წესის დაწესებულების პერსონალისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის გაცნობას ახორციელებს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი სასწავლო წლის დაწყებისას;

15.2. სკოლის თანამშრომელი, პროფესიული სტუდენტი, ვიზიტორი თავად არის პასუხისმგებელი პირად ქონებაზე(მათ შორის ძვირფას ნივთზე, ჩანთაზე, მობილურ ტელეფონზე).

აღნიშნული ქონების უმეთვალყურეოდ დატოვების ან დაკარგვის შემთხვევაში სკოლა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას;

15.3. სკოლაში ახალი თანამშრომლის ან პროფესიული სტუდენტის მიღების შემთხვევაში წესის გაცნობა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში;

44. მატერიალური რესურსების განკარგვის წესში ცვლილების ან/და დამატების შეტანაში მონაწილეობს დირექტორთან ერთად სკოლის ადმინისტრაციაც;

15.5. მატერიალური რესურსების განკარგვის წესში ცვლილებს ან/და დამატებას ამტკიცებს დირექტორი ბრძანებით.

Talk to us

085 888 5555