ხუთშაბათი, 30 აპრილი 2026
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ანსამბლი ,,ივერია" თურქეთის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე

Dance festival 0623.04.2018 წ.ანსამბლი ,,ივერია" იმყოფებოდა თურქეთის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართა ქალაქ მერსინში. ანსამბლი წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე და დაიმსახურა მოწონება.ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით23.04.2018 წ.ანსამბლი ,,ივერია" იმყოფებოდა თურქეთის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე,რომელიც გაიმართა ქალაქ მერსინში.ანსამბლი წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე და დაიმსახურა მოწონება.ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით. 

ვრცლად...

ფილმის ,,დევნილობის ცხრა წელი" პრემიერა

რეჟისორ თორნიკე კოპლატაძის ფილმის ,,დევნილობის ცხრა წელი" პრემიერა

ახალგორის კულტურის სახლში ჩატარდა ახალგაზრდა რეჟისორ თორნიკე კოპლატაძის ფილმის ,,დევნილობის ცხრა წელი" პრემიერა.

ფილმის მთავარი გმირები არიან ჩვენი სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, აჩაბეთელი მანანა გალეგაშვილი და ჩვენი სკოლის მე-11(1) კლასის მოსწავლეები - ნანა ილურიძე, თამარ ბასიშვილი, მარიამ ბულბუთაშვილი

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,ენა ბურჯია ერისა“

Language Day 0214 აპრილს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,ენა ბურჯია ერისა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. მასწავლებლების- ნანა გიგაურისა და ნინო ნოზაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ღონისძიება, ინფორმაციული, მხატვრული და ვიზუალურად ეფექტური იყო. ბავშვებმა  დოკუმენტური კადრების ფონზე გაიხსენეს ისტორიული ფაქტები, თემაზე შექმნილი პოეზიისა და პროზის ნიმუშები. 

ნორჩ  ქიმიკოსთა  კლუბი 10 საუკეთესოთა შორისაა

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ხელბძღვანელი ნანა დემუროვი2017  წლის  23-24  სექტემბერს  ჩატარდა  ტრენინგი  საკლუბო/საწრეო  საქმიანობის  ხელშეწყობით  „საქართველოს  დებატების და  განათლების ინსტიტუტის“  და  მასწავლებლის  მხარდაჭერით.  ამ  ტრენინგის   შემდგომ  დიდი  დაინტერესებით  ჩაერთო   წეროვნის  მე-3  საჯარო  სკოლის  ორი  კათედრა  და  შეიქმნა  მათემატიკოსთა  კლუბი  და  ნორჩ  ქიმიკოსთა  კლუბი  12. 10. 2017  წელს .  მათემატიკის  კლუბში  ირიცხება  12  მოსწავლე  და  დაიგეგმა  33  სამუშაო  შეხვედრა.  ქიმიის  კლუბში  ირიცხება  15  მოსწავლე და  დაიგეგმა  30  სამუშაო  შეხვედრა. 

ვრცლად...

Talk to us

085 888 5555