2019 წლის 23 მარტს,სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის,'' (ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოფენა) რომლის მიზანიც იყო ადგილობრივი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ინფორმირება საქართველოში არსებული ახალგაზრდული შესაძლებლობების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი პროგრამები/ბანაკები:
- მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX),
- UWC (United World Colleges),
- საქართველოს მომავლის აკადემია,
- ახალგაზრდა ევროპელი ელჩები,
- LIFE და BUILD ბანაკები
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ორმოცდათორმეტმა მოსწავლემ. პროექტი განხორციელდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მხარდაჭერითა და გრანტის ფარგლებში.
ღონისძიების ფოტოები იხილეთ გალერეაში:
