ხუთშაბათი, 26 თებერვალი 2026
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ქარის ტურბინების აწყობა

ქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგია

ა/წ  5  თებერვალს წეროვნის  N3  საჯარო  სკოლაში,  ქიმიის  და   ბუნებისმეტყველების  მასწავლებლის   ნანა  დემუროვის მიერ  ჩატარდა   საინფორმაციო  შეხვედრა   ეკო-კლუბის  მოსწავლეებთან  თემაზე:  ქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგია.  

მოსწავლეებმა ერთობლივად ააწყვეს ქარის ტურბინა, რომელიც გადმოეცა სკოლას მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ხელშეწყობით . პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მიზანია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International Consulting S.A. ხელმძღვანელობით. ერთ-ერთი ძირითადი აქტივობაა STEAM პროექტების განხილვა. ჩვენი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეების ინფორმირება ხელმისწავდომ და უსაფრთხო ენერგიაზე. მათ წარმოადგინეს პროექტი პრეზენტაციის სახით და ისაუბრეს ქარის ტურბინების მნიშვნელობაზე. ქარი წარმოადგენს ენერგიის მიღების უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა განახლებად ენერგიის წყაროს, რომელიც აღიარებულია და დანერგილია მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მიერ. ამ შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.

ქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგიაქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგია

Talk to us

085 888 5555