წეროვნის მე-3 საჯარო სკოლა შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტს “მოიწვიე ფინედუ კლასში”. ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ცენტრალური ბანკის წარმომადგენლმა IX(1) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი.
გაკვეთილზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ეროვნული ბანკის დანიშნულება;
- კომერციული ბანკების დანიშნულება;
- ფინანსური უსაფრთხოება;
- ფინანსური მიზნები; დაზოგვა.
აღნიშნული პროექტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გონივრული ხარჯვის უნარი. აუმაღლდეთ ცნობიერება საბანკო უსაფრთხოების შესახებ. საკითხების აქტუალობამ გამოიწვია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და საინტერესო იყო.



