შაბათი, 15 თებერვალი 2025
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ვიზიტი "პოლივიმის" საწარმოში

ვიზიტი "პოლივიმის" საწარმოში

სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი - ლილიფარის“ ორგანიზებითა და Swiss Capital-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის -„გარემოს ელჩები“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 აპრილს, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება პროექტით გათვალისწინებული მესამე აქტივობა ვიზიტი ,, პოლივიმის'' საწარმოში' .

მოსწავლეებმა საწარმოში ჩააბარეს მათ მიერ შეგროვილი პლასტმასის და პოლიეთილენის ბოთლები.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება , ასევე გაცნობიერება, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ნარჩენების ეფექტიანი გამოყენება. მათ დაათვალიერეს საწარმო ,,პოლივიმი'', ნახეს პლასტმასას გადამუშავება და მისგან გრანულების და ამ გრანულებისგან ახალი პროდუქციის შექმნა, მათ შორის სინთეზური ბოჭკოსი. რისგანაც მზადდება ტანსაცმელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. თუნდაც ,, ბოთლისგან შეკერილი კაბა".

Talk to us

085 888 5555