ხუთშაბათი, 30 აპრილი 2026
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

კომპლექსური დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“

დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“

2023 წლის ნოემბერ- დეკემბერში მე-7(4) კლასის მოსწავლეებს დავალებად მიეცათ კომპლექსური დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“. სამუშაოს უკედ შესრულების მიზნით მათ გადაეცათ თეორიული საკითხების მოკლე კონსპექტი გეომეტრიიდან, რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.

მოსწავლეთა დიდი ნაწილი დიდი ყურადღებით მოეკიდა მიცემული დავალების შესრულებას. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ძირითადად ფორმატზე ნახაზებით, თან ერთვოდა ტექსტური ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შესრულებულმა მაკეტმა, რომელიც წეროვნის დასახლების ცენტრს წარმოადგენდა. ავტორთა მიერ (დავით ელბაქიძე, ლუკა ბერუაშვილი, ანდრია შკამარიდინი) ასახული იყო ცენტრის გაუმჯობესების გზები და სურვილები.

ჩავატარეთ სააქტო დარბაზში ღია პრეზენტაცია. მოვიწვიეთ სკოლის დირექტორი, ქ-ნი ირმა ტატიშვილი, მათემატიკის მასწავლებელი ქ-ნი ირმა ვალიშვილი და კლასის დამრიგებელი, ქ-ნი ლია კულუმბეგოვა, პარალელური კლასის მოსწავლეები. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი იქნა თითოეული შესრულებული სამუშაო და მასთან დაკავშირებული მათემატიკური ნაწილი.

დაისვა შეკითხვები, რომლებზეც ძირითადად ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. ჩართული გვყავდა შშმ მოსწავლეც, რომელმაც ჩამოაყალიბა რამოდენიმე გეომეტრიული განმარტება.

Talk to us

085 888 5555