
მათემატიკის მასწავლებლის, დარეჯან ჩიტლაძის თაოსნობით 29 მარტს, ჩატარდა მათემატიკის ოლიმპიადა მე-5 კლასებში. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ 120 ამოცანა საოლიმპიადო კრებულებიდან. მონაწილეობა მიიღო სამმა გუნდმა - 5(1), 5(2) და 5(3) კლასები.
გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო ინდივიდუალური და არა გუნდური კონკურსი. ბილეთებში შედიოდა 15 ამოცანა და 15 თეორიული კითხვა კროსვორდის სახით, სულ 30 ქულა. ნამუშევრების შეფასების შემდეგ მეორე ტურში გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს 20 და მეტი ქულა. შედეგების მაქსიმალური ქულა იყო 29. ჩატარებულმა ღონისძიებამ მოსწავლეებში და მშობლებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც საწინდარია იმისა, რომ შემდგომშიც ეს ბავშვები ინტერესით განაგრძობენ მათემატიკის სწავლას.
