წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში „კამათის ხელოვნება“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.
მოსწავლეთა სადებატო თემას წარმოადგენდა - „ყივჩაღების ჩამოსახლების ირგვლივ დავით აღმაშენებლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მართებულობა თუ მცდარობა“. პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და ნაყოფიერი შედეგის მომცემი იყო. შეიძინეს დიდი გამოცდილება, დაუმეგობრდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და შეთანხმდნენ ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე.