2(1) კლასი სასკოლო აქტივობა "დედაენის დღე“. დამრიგებელი რ. თინიკაშვილი
14 აპრილი ,, დედა ენის „ დღე ერთ-ერთი ძვირფასი თარიღია, ქართველებს გვახსენებს რა უნიკალური ენის შვილები ვართ და რომ უნდა ვიამაყოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას.
ჩვენც დავგეგმეთ კლასგარეშე ღონისძიება , რომელიც ჩავატარეთ სკოლის საკონფერენციო დარბაზში. მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ, როგორც დამრიგებელი, ასევე, ქართულის მასწავლებელი ლეილა ასლამაზაშვილი და მუსიკის პედაგოგები: მაია ქურთაული და ელენე ძიძიგური. ტექნიკური დახმარება გაგვიწიეს მშობლებმა.
როგორც მეორე კლასელებს შეეფერებათ ღონისძიება ჩატარდა წყნარ და მშვიდ გარემოში, სრულად სცენარის მიხედვით. ყველა კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მომავალ წელსაც აღვნიშნოთ ,, დედაენის დღე’’.