წიგნის საერთაშორისო დღე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს , მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს ორგანიზაცია ,,ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენლებმა.
დრამატურგმა გიორგი სავანელმა საინტერესო ლექცია წაიკითხა ნიკოლოზ ბარათაშვილის მოღვაწეობის შესახებ. მან განსხვავებული კუთხით წარმოაჩინა რომანტიკოსის ღვაწლი-ისაუბრა მასზე, როგორც რუსეთის იმპერიასთან შეურიგებელ მებრძოლ პოეტზე. შეხვედრა ინტერაქტიური და შემეცნებითი იყო, მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებზე, შეასრულეს ტესტური დავალებები, რომელშიც მოცემული იყო მე-19-20 საუკუნეების საქართველოს ისტორიული ვითარებასთან დაკავშირებული კითხვები.
ბოლოს ბ-ნმა გიორგი სავანელმა გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა საკუთარი წიგნებით ,,ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ . წიგნები საჩუქრად გადასცა სკოლის ბიბლიოთეკასაც. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღემ თბილ გარემოში ჩაიარა.