ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში"

თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში

რონდელის ფონდი აშშ საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში". პროექტის ფარგლებში დაიგეგმება საპრეზენტაციო სესიისთვის შერჩეულ მოსწავლეთა დედაქალაქში სასწავლო ვიზიტით სტუმრობა - 2022 წლის 22-23 ნოემბერს. წეროვნის მე-3 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა ადგილობრივი თემის საჭიროებების შესახებ, რაც გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრას.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ამერიკის საელჩოს. წარმომადგენლებმა ისაუბრეს საელჩოს საქმიანობის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების განხორციელებაში. შეხვედრის მეორე ნახევრში სტუდენტები აქტიურად ჩაებნენ სპიკერებთან დისკუსიაში, რის დროსაც მათ შეიტყვეს საგანმანათლებლო გაცვითი პროგრამების შესახებ.

გარდა ამისა, მოსწავლეები ესტუმრნენ სამეცნიერო მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმს“. გაეცნენ წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპონატებს და ყველასთვის გასაგები, სახალისო მეთოდებით ჩაუტარდათ ქიმიური ცდები.

დასკვნით ეტაპზე განხორციელდა პრაქტიკული სასწავლო ექსკურსია ძველ თბილისში. მოსწავლეებმა მოინახულეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების რელიგიური ნაგებობები და თბილისის ისტორიული ძეგლები.

IMG 20221125 WA0006IMG 20221125 WA0007

Talk to us

085 888 5555