პარასკევი, 02 დეკემბერი 2022
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

კონფერენცია - "ერთი ისტორიული მოვლენა, ორი განსხვავებული თვალსაზრისი"

,, ილიაუნის  სამეცნიერო  პიკნიკი 2022“

პირველ ოქტომბერს „ერისთაობის '’ დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N3 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტის „თქვი არჯაკელო ხვიარა’’ ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია.

კონფერენციას უძღვებოდა პროექტის ავტორი ,ისტორიის მასწავლებელი ნ. დოლიშვილი და მოწვეული სტუმარი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვ.ღუნაშვილი.

თემა : ერთი ისტორიული მოვლენა ,ორი განსხვავებული თვალსაზრისი.

ნ.დოლიშვილი მოსწავლეებს ესაუბრა 1660 წლის კახეთის ბახტრიონის აჯანყებასა და მის მნიშვნელობაზე, ისტორიკოსმა ვ.ღუნაშვილმა კი არგუმენტირებულად წარმოადგინა საკუთარი თვალსაზრისი ამ აჯანყების მეთაურებთან დაკავშირებით.

გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები აქტიურობდნენ , სვავდნენ შეკითხვებს ,პასუხობდნენ კითხვებზე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში, რომელიც მოწვეულმა სტუმარმა შესთავაზა მათ.

შეხვედრა იყო ინტერაქტიული და საინტერესო.მოსწავლეებმა განიმტკიცეს უნარ-ჩვევები ისტორიულ წყაროებთან კრიტიკული დამოკიდებულების მიმართულებით. გაავლეს პარალელები თანამედროვეობასთან, ისწავლეს ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბების ხერხები.ამავე ღონისძიებაზე მასწავლებელმა გააცნო მონაწილეებს პროექტის მომდევნო ღონისძიების „ ფოტოებით გაცოცხლებული ისტორია '’- შესახებ გეგმა. დაწყებულია ძველი ფოტოების შეგროვება-გაციფრულების პროცესი, იქმნება კიდევ ერთი რესურსი ახალგორის უახლესი ისტორიის შესწავლისათვის.

 

,, კონფერენცია - ,, კონფერენცია -

Talk to us

085 888 5555