23-24 იანვარს ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის – „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა. ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა TEAMS-ის ფორმატში, ფორუმს 1000-ზე მეტი მოწვეული სტუმარი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, რესურცენტრების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლიდან წარმოდგენილი იყვნენ:
ნანა გიგაური
ტექნოლოგიების მეორე პანელი
ა) ელექტრონული წიგნი ,, კაჭკაჭის ოქრო-ვერცხლი და ბულბულის გალობა“
ბ) ქართულ ენაში კომპლექსური დავალების შესრულება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ( ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობ თამაშით“)
ლეილა ოვაშვილი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პანელი
თემატური ბლოკი: საზოგადოება და ხელოვნება .
თემა: ხელოვნება კომუნიკაციის საშუალება.
ნანა დემუროვი
ქიმიის პანელი
თემა: როგორ განისაზღვრება ხსნარში ნივთიერების მასური წილი.
ბელა ბლიაძე
ქიმიის პანელი
თემა: ნივთიერების რაოდენობა