„ოკუპაცია მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაკარგვა“
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ოკუპაციაზე საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებენ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში შესაბამისი თემატური აქტივობები განხორციელდა.