მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის - „სუფთა გარემო, სუფთა აზრებია“ ფარგლებში ნახატების კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის თემა გახლდათ „დედამიწა ჩვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ მას“.
აღნიშნულ აქტივობაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია და ისაუბრეს საკუთარი თვალით დანახული პრობლემის გადაჭრის გზებზე. სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნამუშევარი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სახატავი საშუალებების სასაჩუქრე პაკეტი, რომლებიც სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციამ- „უკეთესი მომავლისათვის“ მიაწოდა.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი საპრიზო ადგილი - 10(3) კლასის მოსწავლე ანი გარიევი;
მეორე საპრიზო ადგილი - 12(1) კლასის მოსწავლე დავით მაზანაშვილი;
მესამე საპრიზო ადგილი - 11(2) კლასის მოსწავლე კესო ჯოხაძე.

