სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა
წეროვანი
2024 წელი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესი
ზოგადი დებულება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის (შემდგომში წესი) შექმნის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის19.07.2021 N48 ბრძანება.
წინამდებარე წესი არეგულირებს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების საკითხებს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები,
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინტეგრირებული ზოგადი მოდულები – „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულები;
ბ) პროფესიული სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიო (შემდგომში – პორტფოლიო) – პროფესიული სტუდენტის შეფასების პროცესისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს სტუდენტის მიღწევების ამსახველ მასალებს, ორგანიზებულს კომპლექსური დავალებებისა და სასწავლო თემების მიხედვით;
გ) კომპლექსური დავალება - შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის საშუალებითაც წარმოჩინდება პროფესიული სტუდენტის მიღწევები ინტეგრირებული ზოგადი მოდულით განსაზღვრულ სწავლის შედეგთან/შედეგებთან მიმართებით;
დ) თემა – ინტეგრირებული ზოგადი მოდულის შემადგენელი სტრუქტურული ერთეული, რომლის ფარგლებშიც, კომპლექსური დავალებების საშუალებით ხდება სწავლის ყველა შედეგზე მუშაობა;
ე) ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომია – შეფასების ჰოლისტური რუბრიკა, რომლის საშუალებითაც ხდება პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება;
ვ) ვერიფიკაცია – დადასტურების კომისიის (იხ. მუხლი4, პუნქტი2) მიერ ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის შესაბამისობის შემოწმება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 2. დადასტურების მიზანი და შეფასების სისტემის მახასიათებლები
1. დადასტურება გულისხმობს პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ფორმალურ დამოწმებას.
2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების შეფასების სისტემა უნდა იყოს: ა)ვალიდური; ბ) სანდო; გ) გამჭვირვალე; დ) სამართლიანი; ე) ობიექტური.
მუხლი 3. ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება
1. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლ უზრუნველყოფს თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის პროგრესის შეფასებას.
2. შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება.
3. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევას ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგებთან მიმართებაში.
4. განმავითარებელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას, მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გამოიყენება პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერის მიზნებისათვის.
5. პროფესიული სტუდენტი ფასდება შეფასების ტაქსონომიის გამოყენებით თითოეული თემის კონტექსტში და სწავლის შედეგებთან მიმართებაში.
6. ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ერთსა და იმავე სწავლის შედეგთან მიმართებით რამდენიმე კომპლექსურ დავალებას ასრულებს. თითოეული თემის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სწავლის შედეგზე მუშაობა (კომპლექსური დავალებების საშუალებით).
7. შეფასებისას, სავალდებულოა კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალების გამოყენება. დასაშვებია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთი კომპლექსური დავალებით შეფასება.
8. კომპლექსური დავალების შეფასების რუბრიკა ეფუძნება ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომიას.
9. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს პორტფოლიოს სრულფასოვნად შევსებისათვის აუცილებელი აქტივობების განხორციელება.
10. საჭიროების შემთხვევაში სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასების ორგანიზება, მის მიერ დადგენილი წესით.
11. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია, კომპლექსური დავალების შეფასებიდან მაქსიმუმ 3 დღეში, პორტფოლიოში ასახოს სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები.
12. პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება დადასტურების კომისიის ოქმის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ დაარქივებული მონაცემები ავტომატურად იშლება.
13. პორტფოლიო შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;
გ) ინტეგრირებული მოდულის სახელწოდება;
დ) თემის დასახელება;
ე) კომპლექსური დავალების შინაარსი და ნომერი;
ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ კომპლექსური დავალების შესრულების მტკიცებულება;
ზ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასება და მიცემული უკუკავშირი;
თ) კომპლექსური დავალების მიცემის, შესრულების და პორტფოლიოში მისი განთავსების თარიღები.
14. ინტეგრირებული ზოგადი მოდული დაძლეულად ჩაითვლება, თუ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი მიღწეულია.
15. სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ მასთან დაკავშირებული ყველა კომპლექსური დავალება შეფასებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ და მათგან მინიმუმ ერთი შეფასებულია მიმართებით ან აბსტრაქტულ დონეზე (იხ.დანართი №1).
მუხლი 4. ზოგადიგანათლებისსაშუალოსაფეხურისსწავლისშედეგებისდადასტურება
1. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წინაპირობაა თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევა.
2. პორტფოლიოში წარმოდგენილი სტუდენტების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებების განხილვის და მისი ვერიფიკაციის საფუძველზე, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში შექმნილი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების კომისია (შემდგომში – დადასტურების კომისია) ადგენს, რამდენად მოხდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული თითოეული სწავლის შედეგის მიღწევა და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება;
ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა ვერ დასტურდება.
3. პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დადასტურდება, თუ პორტფოლიოში წარმოდგენილია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი ყველა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4. დადასტურების კომისიის მიერ გაკეთებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მიერ დადგენილი წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 5. დადასტურების კომისია
1. დადასტურების კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დადასტურების კომისიის შემადგენლობაში შედიან სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მიერ მოწვეული პირები პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით. დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მათი ჩართულობა სავალდებულოა.
3. დადასტურების კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.
4. დადასტურების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.
5. დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დადსტურების კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. დადასტურების კომისიის წევრი უფლებამოსილია მისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით დაურთოს ოქმს.
7. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს დადასტურების კომისიის მიერ ვერიფიკაციის პროცესის სრულფასოვანი განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 6. პროფესიული სტუდენტის ინფორმირება
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურების პროცესის თაობაზე პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 დღისა.
დასკვნითი დებულება
1. აღნიშნული წესი დამტკიცებულია სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ.
2. წესში ცვლილების შეტანის, ან წესის გაუქმების უფლება აქვს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორს.
დანართი №1
1: პრესტრუქტურული დონე
პროფესიულ სტუდენტს არ აქვს გააზრებული საკითხი, იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას ან/და საერთოდ აცდენილია საკითხს.
2: უნისტრუქტურული დონე
პროფესიულ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის განხილვა და მარტივი, აშკარა/ცხადი კავშირების დამყარება.
პროფესიულ სტუდენტს შეუძლია ტერმინოლოგიის გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი ინსტრუქციების/ალგორითმების შესრულება; პარაფრაზირება, ამოცნობა, დასახელება ან დათვლა.
3: მულტისტრუქტურული დონე
პროფესიულ სტუდენტს შეუძლია რამდენიმე ასპექტის განხილვა განცალკევებულად, ერთმანეთთან კავშირის გარეშე. მას შეუძლია ჩამოთვლა, აღწერა, კლასიფიცირება, კომბინირება; მეთოდების, სტრუქტურის გამოყენება; პროცედურების შესრულება, სხვ.
4: მიმართებითი დონე
პროფესიულ სტუდენტს შეუძლია გაიაზროს კავშირი რამდენიმე ასპექტს შორის, აგრეთვე ისიც, თუ როგორ ერგება/შეესაბამება ეს ასპექტები ერთმანეთს და ქმნის მთელს, მთლიანობას. მისი ნააზრევი სტრუქტურირებულია და ამგვარად, პროფესიულ სტუდენტს აქვს იმის უნარი, რომ შეადაროს, დააკავშიროს, გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას საკითხი მიზეზშედეგობრიობის კუთხით.
5: აბსტრაქტული დონე
პროფესიულ სტუდენტს შეუძლია სტრუქტურის განზოგადება და აღქმა სხვადასხვა კუთხიდან/თვალთახედვიდან, იდეების გადატანა ახალ სფეროში. მას შეუძლია განზოგადება, ჰიპოთეზის წამოყენება, კრიტიკული გაანალიზება ან თეორიის ჩამოყალიბება.