შაბათი, 31 ივლისი 2021
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სასწავლო გეგმა 2019-2020

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის

სასკოლო სასწავლო გეგმა

2019-2020 სასწავლო წელი

სასკოლო სასწავლო გეგმის სარჩევი

სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:

  • სკოლის მისია;

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით;

  • სასწავლო წლის კალენდარი;

  • დღის რეჟიმი;

  • სასკოლო საათობრივი ბადე;

  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;

  • საგნობრივი კათედრები;

  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;

  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი, საჭიროების დასაბუთება და აღწერილობა;

  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);

  • ინკლუზიური განათლება;

  • ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის,

  • სადამრიგებლო პროგრამა;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

თავისუფალი, მრავალმხრივ განვითარებული, განათლების მაღალი ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი, ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით

2018-2019 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016წლის18 მაისის #40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.

სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) დასაშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე

დაწყებითი საფეხურის მისია

დაწყებითი საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

საშუალო საფეხურის მისია

საშუალო საფეხურის მისიაა:

ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;

ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

2018-2019 სასწავლო წლის კალენდარი


სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად.
მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია.

II – XI კლასებისთვის – სულ 17სასწავლო დღეა

 I სემესტრი:  74 სასწავლო დღე;

 II სემესტრი: 98სასწავლო დღე.

I კლასისთვის სასწავლო წელი იწყება 1სექტემბერს და სრულდება 27 მაისს – სულ 159 სასწავლო დღეა.

 I სემესტრი: 74 დღე;

 II სემესტრი: 85დღე.


XII კლასებისთვის სასწავლო წელი იწყება 1სექტემბერს და სრულდება 20 მაისს – სულ 159 სასწავლო დღეა.

 I სემესტრი: 74 დღე;

 II სემესტრი: 81 დღე.

I სემესტრი იწყება 2019 წლის 16 სექტემბერს და სრულდება 2019 წლის 27 დეკემბერს.

II სემესტრი იწყება:

ა) II – XI კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2020 წლის 15 ივნისს;

ბ) I კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2020 წლის 27 მაისს;

გ) XII კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2020 წლის 20 მაისს;


2019-2020 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:

II – XI კლასებისთვის 36 კვირას;

I კლასებისთვის 33 კვირას;

XII კლასებისათვის 32 კვირას.

I სემესტრი - 74 სასწავლო დღე
სექტემბერი - 11 სასწავლო დღე
ოქტობბერი - 22 სასწავლო დღე
ნოემბერი - 21 სასწავლო დღე
დეკემბერი - 20 სასწავლო დღე


II სემესტრი - 98 სასწავლო დღე
იანვარი - 13 სასწავლო დღე
თებერვალი - 20 სასწავლო დღე
მარტი - 16 სასწავლო დღე
აპრილი - 19 სასწავლო დღე
მაისი - 19 სასწავლო დღე
ივნისი - 11 სასწავლო დღე

სულ - 172 სასწავლო დღეა

კვირის დღე

I სემესტრი

II სემესტრი

სას. წ.

ორშაბათი

14

20

34

სამშაბათი

15

17

32

ოთხშაბათი

15

21

36

ხუთშაბათი

15

20

35

პარასკევი

15

20

35

სულ

74

98

172


ზამთრის არდადეგები იწყება 2019 წლის 30 დეკემბრიდან და გრძელდება 2020 წლის 14 იანვრისჩათვლით.

საგაზაფხულო არდადეგები იწყება 2020 წლის 8 მარტიდან და მთავრდება 2020 წლის 14 მართს.

სააღდგომო არდადეგები იწყება 2020 წლის 17 აპრილიდან და მთავრდება 2020 წლის 20 აპრილს.

უქმე დღეები:

  • 14 / X – მცხეთობა-სვეტიცხოვლობა;

  • 19/- ნათლისღება;

  • 3/III  - დედის დღე;

  • 9/V -ფაშიზმზე გამარჯვების დღეა;

  • 26/V - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

7. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:

ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;

9. II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;

10. III-XII კლასებში გაკვეთილისხანგძლივობაა 45 წუთი.

11. გაკვეთილებისხანგრძლივობასთანდაკავშირებითშესაძლებელიადაშვებულიქნესგამონაკლისი,როდესაცსკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლევადითშეცვალოსგაკვეთილებისხანგრძლივობაშემდეგშემთხვევებში:

ა) ექსტრემალურიპირობებისდროს (ყინვა, განსაკუთრებულისიცხეებიდაა.შ.) შეამციროსმაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვასასკოლოღონისძიებისჩატარებისდროსგაზარდოსმაქსიმუმ 10 წუთით.

12. გაკვეთილებსშორისშესვენებისხანგრძლივობაა 5 წუთი, მესამედა მეოთხე გაკვეთილებსშორისშესვენებისხანგრძლივობაშეადგენს10წუთს.

გაკვეთილების განრიგი (დღის რეჟიმი)

პირველი ცვლა

II – XII კლასი

გაკვეთილი

შესვლის დრო

გამოსვლის დრო

I

9:00

9:45

II

9:50

10:35

III

10:40

11:25

IV

11:40

12:25

V

12:30

13:15

VI

13:20

14:05

VII

14:10

14:55

კლასი

გაკვეთილი

შესვლის დრო

გამოსვლის დრო

I

9:00

9:35

II

9:40

10:15

III

10:20

10:55

IV

11:00

11:35

V

11:40

12:15

მეორე ცვლა

III- IV კლასი

გაკვეთილი

შესვლის დრო

გამოსვლის დრო

I

12:30

13:15

II

13:20

14:05

III

14:10

14:55

IV

15:00

15:45

V

15:50

15:55

VI

16:00

16:45

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

სკოლაში არის რვა საგნობრივი კათედრა:

  • სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები;

  • მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ორი სხვდასხვა მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლები;

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლები;

  • საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, სახელმწიფო და სამართლის ,გარემო და მდგრადი განვითარების, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები;

  • უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენისა და მეორე უცხოური ენის (რუსული ენა) მასწავლებლები;

  • ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ხელოვნების ისტორიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები;

  • სპორტის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები;

  • დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები.

სკოლაში შექმნილი კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში შემავალ ყველა მასწავლებელს.

კათედრების ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

  • კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

  • საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

  • სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

  • ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

  • რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

  • შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

  • სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა.

  • კათედრის წევრებიდან ირჩევა კათედრის თავმჯდომარე, ერთი სასწავლო წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.

კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

  • კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

  • კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);

  • მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება.

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა

  1. შეფასებისმიზანი

მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

მოსწავლის შეფასების ამოცანები

მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.

  1. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამი სუზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარს;

განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტიმხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარეცოდნა/წარმოდგენები.

  1. მოსწავლეთა გამსაზღვრელი შეფასების სისტემა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი– ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორემხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.

მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების მიხედვით

ქულები

შეფასების დონეები

10

მაღალი

9

8

საშუალოზე მაღალი

7

6

საშუალო

5

4

საშუალოზე დაბალი

3

2

დაბალი

1

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10.

V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

  1. ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

  • საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ);

  • საგნის წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც, რომელიც გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო საფეხურზე. (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები); გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.

  • საფეხურისსაერთოქულა– ზოგადიგანათლებისრომელიმესაფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთოშეფასება.

  1. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

  1. საშინაო დავალება

  2. საკლასო დავალება

  3. შემაჯამებელი დავალება

სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),

ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),

გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).

I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.

I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი

V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი

საბაზო-საშუალო საფეხურები

მიმდინარე საშინაო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

მიმდინარე საკლასო დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

შემაჯამებელი დავალება

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება

განმსაზღვრელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება

საშინაოსაკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტები

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის სასურველი, როცა მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.

საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადსხვა აქტივობის ინდივიდუალური შეფასების სქემები.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N1 სახით თან ერთვის შეფასების რუბრიკები, თუმცა ნიმუშები მოცემულია მაგალითის სახით, თითოეულმა მასწავლებელმა შესაძლებელია თვითონ შეიმუშაოს ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.

6. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი

შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი შემაჯამებელი დავალება, რომელიც შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, გაკვეთილების შემდეგ.

შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება სემესტრის დასრულებამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება,რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.

სასკოლო-სასწავლო გეგმაში მოცემულია შემაჯამებელი დავალების შეფასების რუბრიკების/კრიტერიუმების ნიმუშები, რომელიც დანართი N1 სახით თან ერთვის.

  1. ქულების გამოანგარიშების წესი

1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულების რაოდენობაზე;

ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.

დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;

ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

2. საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე;

ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) სასკოლო სასწავლო გეგმა განსაზღვრულ საგნებში, რომელშიც დაგეგმილია წლიური გამოცდის ჩატარება, ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, კერძოდ, საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკული იქნება (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;

ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).

4. საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:

ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;

ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).

გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

8. კლასისა და საფეხურის დაძლევა

1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში - სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.

9. შეფასება და გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, აბიტურისსაათის და ამ მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის შემთხვევაში; ასევე კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

4. სკოლა შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე, საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

10.გამოცდის ტიპები

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;

  • წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი)გამოცდა;

  • საშემოდგომო გამოცდა;

  • ექსტერნატის გამოცდა;

  • სკოლის გამოსაშვები გამოცდა

10.1 სემესტრული გამოცდა

1. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.

2. სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.

3. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

4. მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

4. სემესტრული გამოცდა ტარდება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.

10.2 წლიური გამოცდა

1. 2019-2020 სასწავლო წელს წლიური გამოცდა ჩატარდება IX-XI კლასებში შემდეგ საგნებში:

IX კლასი - 1.მათემატიკა 2. ქართული ენა და ლიტერატურა

X კლასი - 1.ფიზიკა 2. ქართული ენა და ლიტერატურა

XI კლასი - 1.მათემატიკა 2. ქართული ენა და ლიტერატურა

2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას, წლიური გამოცდის ქულა დაემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი გაიყოფა სამზე.

3. წლიურ გამოცდას ჩააბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ. ამ შემთხვევაში სკოლა მოახდენს საგამოცდო მასალის ადაპტირებას - შეიქმნება ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

10.3 საშემოდგომო გამოცდა

1. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე ნაკლები, სკოლა დაუნიშნავს საშემოდგომო გამოცდას ამ საგანში;

2. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;

3. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);

4. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის ნ3 საჯარო სკოლა საშემოდგომო გამოცდებს ჩაატარებს წერილობით ტესტირების ფორმით, 2020 წლის 29 ივნისიდან 02 ივლისამდე.

10.4 ექსტერნატის ფორმით გამოცდა

1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

2. ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს („წინმსწრები“) და აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

10.5 სკოლის გამოსაშვები გამოცდა

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება სკოლის გამოსაშვები გამოცდები;

2. სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით;

მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება

შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N2 სახით თან ერთვისსასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც:

ა) განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას;

ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.

საათობრივი ბადის შენიშვნა:

საათობრივ ბადეში მასწავლებლები არ ეთითება! მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

თუ შექმნით კლას-კომპლექტებს ან დამატებით სავალდებულო საგანს თუ შესთავაზებთ მოსწავლეებს, აუცილებლად გაითვალისწინეთ საათობრივ ბადეში.

„აბიტურის საათის“ ჩატარების საჭიროება განისაზღვრება კონკრეტული სკოლის მიერ და რეგულირდება სასკოლო სასწავლო გეგმით. შესაბამისად, თუ თვლით, რომ აბიტურის საათის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, მოსწავლეების დაინტერესება ნაკლებია, შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ აბიტურის საათები ამოიღოთ საათობრივი ბადიდან.

საბაზო-საშუალო საფეხურზე სპორტის სახეობების ჩამონათვალიდან სკოლამ მინიმუმ უნდა აირჩიოს სამი (3), რაც შესაძლებლობას მისცემს გოგონებსა და ბიჭებსთანაბრად დაეუფლონ გუნდურ ან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N3 სახით თან ერთვის შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა კლასების მიხედვით

საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი

სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერულ ილაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;

გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათშორის, ელექტრონული) რესურსები;

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

მათემატიკა: საანგარიშო, მაგნიტური დაფა, რიცხვები მაგნიტური სამაგრით, ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები მაგნიტური სამაგრით, სახაზავი, სანტიმეტრი, საათი, წამზომი, თერმომეტრი და ა.შ

ქართული: ქართული ანბანი, ბიოგრაფიული თვალსაჩინოებები და ა.შ

საზოგადოებრივი მეცნიერებები:რუკები, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკა, მაგნიტები, კომპასი, გლობუსი და ა.შ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:ლაბორატორიის სრული კომპლექტი, მულაჟების, პლაკატები, რეაქტივები და ა.შ

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ნატურიდან ხატვისთვის საჭირო სხვადასხვა თვალსაჩინოება, დეკორატიული და გეომეტრიული ფიგურები, მხატვრების ალბომები და პლაკატები, ფანქრები, სახატავი მასალები და ა.შ..

მუსიკა: პიანინო, დისკები, ქართული ხალხური საკრავების პლაკატები და ა.შ

სპორტი: ბურთები, ჭადრაკის დაფები, ჰულაჰუპები და სხვა.

სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N4 სახით თან ერთვის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნება 2018-2019 სასწავლო წელს



სსსმ მოსწავლის სწავლება განახორციელდება ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე



შინსწავლება

სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს).

მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.

სადამრიგებლო პროგრამა

კლასის დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელს ევალება:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

  • დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით.

  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

  • რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის/მშობლის თანდასწრებით საუბარი;

  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

  • სასწავლო წლის ბოლოს გააანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, გაკვეთილებზე დასწრება და ქცევა მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადოს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და მიაწოდოს მშობელს და შეინახოს თავადაც, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;

  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ და მოათავსოს მოსწავლის პირად საქმეში.

  • საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:

1. სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების

ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

2. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

3. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეებს

საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში;

4. თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას.

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ

სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:

  • საუბრები მოსწავლეებთან;

  • დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით;

  • ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება;

  • ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;

  • მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა და ა.შ.

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად; სკოლა უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის/მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად, მისთვის/მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.

2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური დარღვევა;

ბ) ინტელექტუალური დარღვევა;

გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);

დ)მეტყველების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

3. ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისობრივ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

4. სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში:

ა) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო;

ბ) საათობრივი ბადე;

გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;

დ) სასწავლო მასალა;

ე) სწავლების სტრატეგია;

ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და სხვა.) და სხვა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.

2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის შესაბამისად, შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე.

5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;

ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;

გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;

დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი

და/ან სპეციალური მასწავლებელი (საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის და სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი ან ძიძა) ჩართულობით);

ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);

ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.

6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.

7. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის შესაძლებლობების შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის დეტალური შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლა მიმართავს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი).

8. თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლა ბრძანებით განსაზღვრავს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს უწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

9. ისგ ჯგუფში გაერთიანდებიან ის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე, მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან სპეციალური მასწავლებელი.

10. ისგ ჯგუფს ეყოლება კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; ჯგუფს ხელმძღვანელობას გაუწევს დამრიგებელი ან სპეციალური მასწავლებელი.

11. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ ჩატარდება ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს.

12. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

13. ისგ ჯგუფი სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას აწვდის სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებულ სრულ დოკუმენტაციას (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).

14. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სსსმ მოსწავლის თითოეული საგნის მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ისგ ჯგუფის კოორდინატორისათვის გადასაცემად ამზადებს სსსმ მოსწავლის მიღწევის ანგარიშს, რომელიც წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.

15. სკოლა უფლებამოსილია სსსმ მოსწავლისსწავლებაგანახორციელოსნებისმიერიკლასის/დონისგრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი,მიუხედავადიმისა,თურომელკლასშია ეს მოსწავლე. სსსმმოსწავლეებისსწავლებისას შესაძლებელია გრიფმინიჭებულსახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი, გამოყენებულ იქნეს მოსწავლისინდივიდუალურსაჭიროებზემორგებული სხვა საგანმანთლებლორესურსები/სერვისები.

სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები

1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.

2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.

3. გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება 30% და მეტი გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდები.

სსსმ მოსწავლეთა შინსწავლება

1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.

2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.

4. შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.

5. შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები.

6. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა (სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.

იმისათვისრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

  • სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფ სსსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.

  • სკოლის კიბეებზე გაკეთებულია პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი იოლად შეძლებენ გადაადგილებას და ურთიერთობას თანატოლებთან.

  • სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად,იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

  • მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.

  • მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;

  • ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;

  • სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;

  • სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);

  • ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;

  • გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;

  • ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;

  • სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება

”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით.

Talk to us

085 888 5555