საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2013 წლის აპრილიდან ხორციელდება პროექტი „ჩემი სამყარო“. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყაროს“ - გამოცემა.
ჟურნალი წარმოადგენს საკითხავს უფროსკლასელებისთვის და მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. მასში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პილიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო“ გამოდის სამ თვეში ერთხელ. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ეგზემპლარად.
პროექტის განსაკუთრებული სამიზნე ჯგუფია დევნილი ბავშვები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, რომლებსაც ეს ჟურნალები ურიგდებათ სკოლებში, წეროვანსა და ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში, კითხვის წახალისების მიზნით, ყოველი მეოთხე ჟურნალის გამოსვლის შემდეგ დევნილი მოსწავლეებისათვის წეროვანშიც და ზუგდიდშიც ტარდება ვიქტორინა და გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით.
ჟურნალ ,,ჩემი სამყაროს" კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეები
გიორგი ბაბუციძე - დაჯილდოვდა ,,ბაქსვუდის" საზაფხულო სკოლის საგზურით
ლაშა ონიაშვილი 102 კლასი და მარიამ ზარიძე 122 კლასი - დაჯილდოვდნენ პერსონალური კომპიუტერებით