2017 წლის 23-24 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი საკლუბო/საწრეო საქმიანობის ხელშეწყობით „საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის“ და მასწავლებლის მხარდაჭერით. ამ ტრენინგის შემდგომ დიდი დაინტერესებით ჩაერთო წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის ორი კათედრა და შეიქმნა მათემატიკოსთა კლუბი და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი 12. 10. 2017 წელს . მათემატიკის კლუბში ირიცხება 12 მოსწავლე და დაიგეგმა 33 სამუშაო შეხვედრა. ქიმიის კლუბში ირიცხება 15 მოსწავლე და დაიგეგმა 30 სამუშაო შეხვედრა.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის„ მოთხოვნით კლუბების ხელმძღვანელების მიერ ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატით. კლუბების საქმიანობის მონიტორინგის შედეგებით 500 კლუბიდან შეირჩა 100 საუკეთესო კლუბი და კლუბის ხელმძღვანელი, მათ შორის მათემატიკის კლუბი და მისი ხელმძღვანელი პაატა შიუკაშვილი და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი და მისი ხელმძღვანელი ნანა დემუროვი.
9 დეკემბერს 2017 წელს „ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ და მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარდა ღონისძიება 100 საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელების დასაჯილდოვებლად სასტუმრო „ BLUE IVERIA” - ში. 100 საუკეთესოთა შორის შეირჩა 10 საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელი. მათ შორის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი და მისი ხელმძღვანელი: ნანა დემუროვი.
ჩვენს მასწავლებლებს გადაეცათ სერთიფიკატები საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელის და საუკეთესო ვიდეო გაკვეთილების ჩატარებისთვის.