პარასკევი, 17 მაისი 2024
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

პროექტი „კამათის ხელოვნება“

პროექტი

წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში „კამათის ხელოვნება“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.

ვრცლად...

საინფორმაციო შეხვედრა ამერიკული განათლების სისტემის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა ამერიკული განათლების სისტემის შესახებ

ჩვენს სკოლას განცხადებით მომართეს აშშ-ს მოქალაქე,ქართველმა ახალგაზრდებმა - ლუკა აბჟანდაძემ და გრეგორი შიფფმა და შემოგვთავაზეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა, ახალგაზრდებმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმოუდგინეს პრეზენტაცია ამერიკული განათლების სისტემის, ამერიკის კულტურული თავისებურებების შესახებ

ვრცლად...

,,დედაენის დღე“

დედაენის დღე

2(1) კლასი სასკოლო აქტივობა "დედაენის დღე“. დამრიგებელი რ. თინიკაშვილი

14 აპრილი ,, დედა ენის „ დღე ერთ-ერთი ძვირფასი თარიღია, ქართველებს გვახსენებს რა უნიკალური ენის შვილები ვართ და რომ უნდა ვიამაყოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას.

ვრცლად...

,,ანდაზების სამყაროში''

დედაენის დღე

დედაენის დღესთან დაკავშირებით წეროვნის N3 საჯარო სკოლის VIII - მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ,,ანდაზების სამყაროში''. მათ წარმოადგინეს რებუსები, რომელთა სწორად გამოცნობის შემთხვევაში ამოიკითხავდით ქართულ ანდაზას.

ვრცლად...

ვიზიტი "პოლივიმის" საწარმოში

ვიზიტი "პოლივიმის" საწარმოში

სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი - ლილიფარის“ ორგანიზებითა და Swiss Capital-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის -„გარემოს ელჩები“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 აპრილს, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო გასვლითი ღონისძიება პროექტით გათვალისწინებული მესამე აქტივობა ვიზიტი ,, პოლივიმის'' საწარმოში' .

ვრცლად...

მათემატიკის ოლიმპიადა მე-5 კლასებში

პროექტი “მოიწვიე ფინედუ კლასში”

მათემატიკის მასწავლებლის, დარეჯან ჩიტლაძის თაოსნობით 29 მარტს, ჩატარდა მათემატიკის ოლიმპიადა მე-5 კლასებში. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ 120 ამოცანა საოლიმპიადო კრებულებიდან. მონაწილეობა მიიღო სამმა გუნდმა - 5(1), 5(2) და 5(3) კლასები.

ვრცლად...

პროექტი “მოიწვიე ფინედუ კლასში”

პროექტი “მოიწვიე ფინედუ კლასში”

წეროვნის მე-3 საჯარო სკოლა შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტს “მოიწვიე ფინედუ კლასში”. ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ცენტრალური ბანკის წარმომადგენლმა IX(1) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი.

ვრცლად...

კომპლექსური დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“

დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“

2023 წლის ნოემბერ- დეკემბერში მე-7(4) კლასის მოსწავლეებს დავალებად მიეცათ კომპლექსური დავალება „ჩემი უბნის დაგეგმარება“. სამუშაოს უკედ შესრულების მიზნით მათ გადაეცათ თეორიული საკითხების მოკლე კონსპექტი გეომეტრიიდან, რომლის ცოდნაც აუცილებელი იყო მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.

ვრცლად...

ქარის ტურბინების აწყობა

ქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგია

ა/წ  5  თებერვალს წეროვნის  N3  საჯარო  სკოლაში,  ქიმიის  და   ბუნებისმეტყველების  მასწავლებლის   ნანა  დემუროვის მიერ  ჩატარდა   საინფორმაციო  შეხვედრა   ეკო-კლუბის  მოსწავლეებთან  თემაზე:  ქარის  ტურბინები   და  მისი  მნიშვნელობა,  როგორც  უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი   ენერგია.  

ვრცლად...

წიგნის საერთაშორისო დღე

წიგნის დღე

წიგნის საერთაშორისო დღე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს , მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს ორგანიზაცია ,,ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენლებმა.

ვრცლად...

Talk to us

085 888 5555