პარასკევი, 17 მაისი 2024
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

შეფასების რუბრიკები

დანართი N3

შეფასების რუბრიკის ნიმუშები

ნიმუში N1

ექსპერიმენტის შეფასების სქემა

 

1-3 ქულა

4-5 ქულა

6-7 ქულა

8-10 ქულა

კვლევის მიზნის განსაზღვრა

არასწორად აყალიბებს მიზანს

ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს

აყალიბებს მიზანს

სრულყოფილად აყალიბებს მიზანს

საჭირო ინვენტარის განსაზღვრა

არასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალას

ჩამოთვლის საჭირო მასალის ნაწილს

ჩამოთვლის ძირითადად საჭირო მასალას

ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და ინვენტარს

კვლევის შედეგების ვარაუდი

არასწორად აყალიბებს ვარაუდს

გამოთქვამს სწორ ვარაუდს

აყალიბებს და ნაწილობრივ ასაბუთებს თავის ვარაუდს

აყალიბებს და სასბუთებს თავის ვარაუდს

კვლევის მიმდინარეობის აღწერა

არასწორად ჩამოთვლის კვლევის ეტაპებს

ჩამოთვლის კვლევის ზოგიერთ ეტაპს

ჩამოთვლის კვლევის ძირითად ეტაპებს

სრულად ჩამოთვლის ეტაპებს

მონაცემების აღრიცხვა

აღრიცხავს არასწორ მონაცემებს

აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და უსისტემოდ

აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და უსისტემოდ

აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და უსისტემოდ

მონაცემთა ანალიზი

არასწორად აკეთებს მონაცემთა ანალიზს

აკეთებს მონაცემთა ანალიზს მცირე ხარვეზებით

აკეთებს მონაცემთა ანალიზს

აკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს

დასკვნა

არასწორად აკეთებს შესაბამის დასკვნას

აკეთებს ნაწილობრივ სწორ დასკვნებს

აკეთებს ძირითადად დასკვნებს

აკეთებს სრულფასოვან დასკვნებს

ნიმუში N2

ინფორმაციის მოძიება

კრიტერიუმები

1-3

4-5

6-7

8-10

ინფორმაციის მოძიების წყაროები

იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ რამდენიმე ინფორმაციის წყაროს

იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს

მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა

მასალა არ არის საკითხის შესაბამისი

მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს

მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს

მასალა სრულიად შეესაბამება საკითხს

მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებულობა

მასალა არ არის სწორად ორგანიზებული

მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია

მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღსაქმელი

მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული

მოძიებული ინფორმაციის ანალიზი

ვერ იყენებს სკოლის მასალას მიზნობრივად

ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.

ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.

მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას

ნიმუში N3

ზეპირმეტყველების შეფასების სქემა

კრიტერიუმები

მაღალი

საშუალოზე მაღალი

საშუალო

საშუალოზე დაბალი

დაბალი

(9-10)

(7-8)

(5-6)

(3-4)

(1-2)

საუბარი

მკაფიოდ მეტყველებს და აქვს კონტაქტი მსმენელთან.

ძირითადად მეტყველება გასაგებია და აქვს კონტაქტი მსმენელთან.

ცდილობს მკაფიოდ გამოთქვას სათქმელი, თუმცა მსმენელებს უჭირთ გაგება.

მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება.

უჭირს გასაგებად მეტყველება.

არავერბალური კომუნიკაცია

შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით).

ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი.

იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს.

ცდილობს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.

არ იყენებს არავერბალურ კომუნიკაციას.

მოსაზრების არგუმენტირება

მოსაზრება ორიგინალურია

მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან

მსჯელობს, თუმცა მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით

ცდილობს არგუმენტის მოძიებას, თუმცა უჭირს მოსაზრების ფაქტებით გამყარება

ვერ მოჰყავს არგუმენტი, არ შეუძლია არგუმენტირებულად მსჯელობა

ლოგიკური ბმა

საუბრისას წინადადებები და თემები ლოგიკურად ებმის ერთმანეთს

წინადადებები ყოველთვის ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებულ, ხშირად ახალი თემაც პირდაპირ უკავშირდება ძირითად სათქმელს

სათქმელი ლოგიკურადაა გადმოცემული, თუმცა ახალი თემა პირდაპირ კავშირში არ არის ძირითად სათქმელთან

ცდილობს, სათქმელი ლოგიკურად დააწყოს

საუბრისას არ შეუძლია სათქმელი ლოგიკურად დააწყოს

ნიმუში N4

პრეზენტაციის შეფასების სქემა

ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭება ნული ან ერთი ქულა, საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი; მაქსიმალური ქულა არის ათი ქულა.

საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)

1

კვლევები/ნაშრომის წარმოჩენის უნარი

1

შემოქმედებითი უნარი

1

პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება

1

თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)

1

საუბარი (გამართულობა, ტემბრი)

1

თვალსაჩინოების გამოყენება

1

აუდიტორიასთან კონტაქტი

1

ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)

1

დროის ლიმიტის დაცვა

1

ჯამი

10

ნიმუში N5

პროექტის შეფასების სქემა

   

ელემენტარული

1 ქულა

მისაღები

2 ქულა

ოსტატური

3 ქულა

1

მიზანი

არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია

ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება

კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი

2

ორგანიზება

სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/ მსმენელს

გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი

კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას

3

შინაარსის კორექტულობა

გვხვდება ხშირი შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია, შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი

ძირითადად კორექტულია, შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით

მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო

4

ენეობრივი გამართულობა

ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით

ენობრივად გაუმართავი, მცირე შეცდომებით

ენობრივად გამართულია, დაცულია პუნტქტუაციის ნიშნები

5

კვლევა

კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყარო არაა სანდო, ანალიზი ზედაპირულია

კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდულია წყაროები, ანალიზი მისაღებია

კვლევა სწორად არის დაგეგმილი, გამოყენებულია არა ერთი წყარო და ანალიზიც სიღრმისეულია

6

თვალსაჩინოებები

თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი

თვალსაჩინოების კავშირი შინა-არსთან არის, მაგ-რამ ერთფერო-ვანია, გამოიყენე-ბა მოძი-ებული და ჯგუ-ფის მიერ შექმნილი

მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული

7

შემოქმედებითობა

მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან

ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში

ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის

8

კავშირები საგნებთან

არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება

მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან

ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე

9

დასკვნები

არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები

დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო

დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია

10

პრეზენტაცია

ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები

ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას

ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

ნიმუში N6

3.1. რეფერატის შეფასების სქემა

ამ შემთხვევაში მე-3 და მე-5 კრიტერიუმები ფასდება 0-2 ქულით, ხოლო ყველა დანარჩენი 0 ან 1 ქულით. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.

1

მიზანი/თეზისი - კვლევის შედეგად გამოთქმული ძირითადი იდეა

1

 

2

რეფერატის ორგანიზება

1

 

3

შინაარსის კორექტურობა, ფაქტობრივი საიმედოობა

2

 

4

ენობრივი გამართულობა

1

 

5

კვლევა

2

 

6

ილუსტრაციები/თვალსაჩინოებები

1

 

7

შეთავაზებული მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება

1

 

8

დასკვნები

1

 
 

ჯამი

10

 

ნიმუში N7

უცხოური ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის ზეპირმეტყველების შეფასების სქემა

 

ქულები

პირობასთან შესაბამისობა

 

იცავს დროის ლიმიტს

0 – 1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)

0 - 0, 5 – 1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანმიმდევრულად ავითარებს მას

0 – 1- 2

მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები

0 - 1- 2

გამოაქვს ადეკვატური დასკვნა

0 – 1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)

0-1

იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს

0 – 1

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები

0 – 1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10

(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)

 

ნიმუში N8

უცხოური ენის, ქართულ ენისა და ლიტერატურის წერითი შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა

კრიტერიუმების ბადე შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის

ქულები

პირობასთან შესაბამისობა

 

იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს

0 - 1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 - 1

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 

გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს

0 - 1 - 2

გამოხატავს პერსონაჟის დამოკიდებულებას, ემოციას

0 - 1

ენობრივი უნარ-ჩვევები

 

სწორად იყენებს ნასწავლ გრამატიკულ ფორმებს

0 – 1 – 2

იყენებს ნასწავლ ლექსიკას /აქვს სათანადო ლექსიკური მარაგი

0 - 1 - 2

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

 

ენობრივი თვალსაზრისით, იჩენს გაბედულებას, ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას

0 - 1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

 

ნიმუში N9

მათემატიკის წერითი შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა

 

1-3 ქულა

4-5 ქულა

6-7 ქულა

8-10 ქულა

ამოცანები, რომლებიც მათემატიკური აპარატის გამოყენებას მოითხოვს

მოყვანილია რამდენიმე ძირითადი ფორმულა ამოცანების ამოხსნის გარეშე

ამოხსნილი ერთი ამოცანა

ამოხსნილია ამოცანების ნაწილი ან ყველა ამოცანა ამოხსნილია არასრულად

ამოხსნილია ყველა ამოცანა

ფასდება მიღებული ცოდნის შეჯამების, ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარი, წერითი უნარ-ჩვევები, დროის ლიმიტის უნარი.

ნიმუში N10

10.1 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა

პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი: სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა:

მოსწავლე

შეფასების კრიტერიუმები

შემაჯამებე-

ლი ქულა

 

ორგანიზებულობა (დროის

ლიმიტის დაცვა, საჭირო

აღჭურვილო

ბის ქონა)

0-1

მასალის, ტექნიკისა და მხატვრულ-გამომსხველობითი

საშუალებების ფლობა

0- 3

შემოქმედებითობა,

ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

0- 4

თანამშრომ-ლობა ჯგუფური მუშაობის დროს

0-2

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10

1.

         

2.

         

3.

         

4.

         

5

         

6.

         

10.2 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა

პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი: სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა: მაგ:ნატურმორტი

მასალა: აკვარელი, გუაში

მოსწავლე

შეფასების კრიტერიუმები

შემაჯამებელი ქულა

 

კომპოზიცია

რამდენად ახერხებს

დასახატი ობიექტების

სასურათე სიბრტყეზე

კომპოზიციურ განაწილებას (კომპოზიციური ბალანსის დაცვას და ა.შ.) და

ურთიერთ თანაფარდობის გადმოცემას

0-2

ფორმა/

მოცულობა

რამდენად იცავს საგნის პროპორციებს და რამდენად ახერხებს მათი მოცულობის გადმოცემას შუქ-ჩრდილის საშუალებით

0-2

ფერი

რამდენად შეესატყვისება ფერთა გამა დასახატ ობიექტებს, ან რამდენად შემოქმედებითად არის გადაწყვეტილი ფერის ამოცანა ნამუშევარში

0-2

ფაქტურა

რამდენად ახერხებს

დასახატი ობიექტების (საგნების, დრაპირების (ქსოვილის)) ფაქტურის გადმოცემას

0-2

სივრცე

რამდენად ახერხებს სივრცის ეფექტის შექმნას

(წინა პლანი, შუა პლანი, უკანა პლანი (ფონი))

0-2

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა

10

1.

           

2.

           

3.

           

4.

           

5

           

6.

           

7.

           

10.3 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შემაჯამებელი დავალების შეფასების სქემა

პრაქტიკული სამუშაოს (ნამუშევრის) შეფასება

თარიღი: სამუშაოს (ნამუშევრის) სახეობა:

მოსწავლე

შეფასების კრიტერიუმები

შემაჯამებე-

ლი ქულა

 

ორგანიზე-

ბულობა (დროის

ლიმიტის დაცვა, საჭირო

აღჭურვილობის ქონა)

0-1

მასალის, ტექნიკის და მხატვრულ-გამომსახველო–

ბითი საშუალებების ფლობა

0- 3

შემოქმედები–

თობა,

ანუ რამდენად ეფექტურად იყენებს ტექნიკას, მასალას და მხატვრულ-გამომსახველო-

ბით ხერხებს ჩანაფიქრის გადმოსაცემად

0- 4

თანამშრომ–ლობა ჯგუფური მუშაობის დროს

0-2

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10

1.

         

2.

         

3.

         

4.

         

5

         

6.

         

7.

         

ნიმუში N11

შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა :

გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:

ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;

ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკიცებლად;

გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.

ზეპირი გამოსვლის მაქსიმალური დროა 5 წუთი.

 

ქულა

კომენტარი

პირობასთან შესაბამისობა

   

იცავს დროის ლიმიტს

0 - 1

 

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)

0 - 0, 5 - 1

 

კომუნიკაციურ უნარ-ჩვევები

   

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას

0 – 1 - 2

 

მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები

0 - 1 - 2

 

გამოაქვს ადეკვატური დასკვნა

0 - 1

 

ენობრივი უნარ-ჩვევები

   

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)

0-1

 

იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)

0 - 1

 

შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

   

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები

0 - 1

 

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)

   

ნიმუში N12

ტექსტური ამოცანა, რომლის ამოხსნა მოითხოვს განტოლების შედგენას და ამოხსნას

საფეხურები

ქულა

ამოცანის მონაცემების ორგანიზება

 

ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ამოცანის ტექსტიდან

0 - 1

მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხერხით ჩაწერა, რომელიც აადვილებს ამოხსნის გზის მოძებნას

0 - 1

ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა

 

საძიებელი სიდიდეების გამოყოფა

0 - 1

საძიებელი სიდიდეებისათვის ასოითი აღნიშვნების შემოღება

0 - 1

მათემატიკური ობიექტებისა და პროცედურებისათვის სწორი აღნიშვნების გამოყენება (მაგალითად: ფუნქციის, ალგებრული მოქმედების)

0 - 1

ამოხსნის გზის მოძებნა

 

განტოლების შედგენის წინმსწრები მსჯელობა

0 - 1

განტოლების შედგენა

0 – 1

ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება

 

განტოლების ამოხსნის ხერხის მოძებნა

0 - 1

განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება

0 – 1 - 2

ნიმუში N13

შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში

დავალების პირობა : მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი

კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის

ქულები

კომენტარი

პირობასთან შესაბამისობა

   

იცავს დროის ლიმიტს

0 - 1

 

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს

0 - 1

 

კომუნიკაციური უნარ - ჩვევები

   

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს

0 - 1

 

განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს

0 - 1

 

ენობრივი უნარ - ჩვევები

   

იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს

0 - 1

 

ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს

0 - 1

 

იყენებს ნასწავლ ლექსიკას

0 - 1

 

შემოქმედებითი უნარ - ჩვევები

   

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას

0 - 1

 

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით

0 - 1

 

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა (10)

   

ნიმუში N14

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასებისათვის განკუთვნილი დავალება

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;

  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;

  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე.

შეფასების რუბრიკის შესაძლო ფორმა

კლასი

მოსწავლის სახელი, გვარი

თემა

დავალების პირობა

შეფასების კრიტერიუმები

ქულები

კომენტარი

     
     
     

ნიმუში N15

კრიტერიუმები

ქულები

(მაქსიმუმ 10 ქულა)

მკაფიოდ იკითხება თამაშის ალგორითმი;

0-2

თამაში აკმაყოფილებს დავალების პირობას ( მაგ., კლავიატურის გამოყენებით თამაში, ტურების არსებობა თამაშში);

0-3

თამაშის შექმნის და საბოლოო პროდუქტის გაზიარების მიზნით მოსწავლე იყენებს ონლაინ საკომუნიკაციო სისტემებს (მაგ.: იმეილი, სოციალური ქსელი)

0-3

თამაშის შექმნისას მოსწავლე ითვალისწინებს საავტორო უფლებებთან და პლაგიატთან დაკავშირებული საკითხებს.

0-2

ნიმუში N16

შემაჯამებელი დავალება წერით მეტყველებაში

თემა - სტუმრად უცხო ქალაქში

დავალების პირობა:

დააკვირდი სქემაზე მონიშნულ მარშრუტს და წერილობით აუხსენი შენს სტუმარს, როგორ მოვიდეს შენამდე.

ყურადღება მიაქციე!

1. რომელი გზით არის უკეთესი წამოსვლა, შენამდე ადვილად რომ მოვიდეს?

2. ურჩიე, რით ჯობია, რომ წამოვიდეს.

3. მიუთითე, როგორ მოვიდეს შენამდე.

4. შესთავაზე სხვა ვარიანტიც.

გამოიყენე!

1. გირჩევ, უნდა, შეგიძლია

2. თუ ... , მაშინ ...

სიტყვების მინიმალური რაოდენობა – 20

შეფასების კრიტერიუმები

ქულები

განმავითარებელი შეფასების კომენტარი

პირობასთან შესაბამისობა

   

იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს

0 - 1

 

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (შეთავაზებულია გზის ორი ვარიანტი)

0 - 1

 

კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

   

სწორად არის ახსნილი პირველი გზა

0 - 1 - 2

 

სწორად არის ახსნილი მეორე გზა

0 – 1 – 2

 

ენობრივი უნარ-ჩვევები

   

სწორად იყენებს ზმნის ფორმებს

0 – 1 – 2

 

სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას

0 - 1 - 2

 

ქულა თა მაქსიმალური რაოდენობა 10

 

10 ქულაზე მეტი შეფასების რუბრიკის გამოყენების შემთხვევაში, მიღებული ქულის 10 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით: მიღებული ქულა უნდა გამრავლდეს 10-ზე და გაიყოს მაქსიმალურ ქულაზე (მაგ. თუ შეფასების რუბრიკა არის 40 ქულიანი და მოსწავლემ მიიღო 27 ქულა, ქულის კონვერტაცია ხდება შემდგი სახით: (27*10:40=6,75)

Talk to us

085 888 5555