21აპრილს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა პროექტ ,,სამრეწველო გადატრიალებიდან მდგრად განვითარებამდე“ ფარგლებში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მათ მიერ შექმნილი პოსტერები დაურიგეს მე-5 კლასების მოსწავლეებს და საკლასო ოთახის კედლებზე განათავსეს მათთან ერთად.
მე5(2)კლასის მოსწავლეებმა, თავის მხრივ, იმუშავეს თემის ,,რა ვიცი,რა შემიძლიას“ მიხედვით, სადაც შეასრულეს დავალება ,,როგორ დავზოგო წყალი და ელექტროენერგია სკოლასა და სახლში?“ უფროს და უმცროსკლასელებმა შეძენილი ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს მათ მიერ შექმნილი პოსტერებით და ნახატი პლაკატების მეშვეობით.