მიმდინარე წლის 24 თებერვალს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის „თქვი, არჯაკელო, ხვიარა ქსანზე ვინ ჩამოიარა“ ფარგლებში ჩაატარეს მესამე ღონისძიება „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“, რომელიც მიეძღვნა 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის ტკივილიან ისტორიას.
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან გმირულად დაღუპული ქართველი ახალგაზრდების, მარო მაყაშვილის და შალვა ერისთავის ბიოგრაფიული ეპიზოდები, დადგეს მცირე მხატვრული სცენები შალვა ერისთავის ცხოვრებიდან, წაიკითხეს მარო მაყაშვილის დღიურები. დასასრულს სცენაზე სანთლებით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და თანამედროვე უკრაინის დაცვისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.