პარასკევი, 20 სექტემბერი 2024
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

N3 Logo full სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი

სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რისთვისაც უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მოამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიან პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებს.

ხედვა

ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და ტოლერანტობაზე. ვქმნით სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს და მხარს ვუჭერთ მოსწავლის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ჩვენ ვაძლიერებთ არაფორმალურ განათლებას და ვზრდით კრიტიკულად შემოქმედებითად მოაზროვნე, პრობლემების გადამჭრელ, ნოვატორ, თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვაყალიბებთ მართვის დემოკრატიულ სისტემას, კვლევაზე დაფუძნებით ვავლენთ გამოწვევებს და ერთობლივად ვნერგავთ გადაჭრის სტრატეგიებს. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში. რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. სკოლა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვას, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარებას.

სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიც მსურველებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

სკოლის ღირებულებები
  • თანასწორობა

  • პატივისცემა/ტოლერანტობა

  • ურთიერთთანამშრომლობა

  • სამართლიანობა

  • გამჭვირვალობა

  • შემოქმედებითობა/ნოვატორობა

  • მიზანდასახულობა

  • ხარისხიანი პროფესიული განათლება

  • თვითგამოხატვის თავისუფლება

სკოლის მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით

სკოლაში მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება ქართულ ენაზე. სკოლა, სრული ზოგადი განათლების მიხედვით, არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები). სკოლაში ფუნქციონირებს პროფესიული ინტეგრირებული პროგრამა.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;

ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ- ჩვევების განსავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

დ) განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სათანადო თეორიული, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტები;

ამ მიზნების შესრულებისათვის სკოლა:

  • ზრუნავს, როგორც პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

  • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ადამიანური რესურსით;

  • ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტების საჭიროებებსა და ქმნის მათთვის სწავლის საშეღავათო პირობებს;

  • ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული სტუდენტებისათვის ექსტრაკურიკულური აქტივობების განხორციელებას;

  • ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.

Talk to us

085 888 5555