კვირა, 24 სექტემბერი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ქართული ტრადიციული მუსიკა დევნილებისათვის

Geo Os in11

მთაწმინდის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგების გაკვეთილები წეროვნის დასახლებაში.

ვრცლად...

პროქტი ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა “

Geo Os in11

მიმდინარე 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლასთან ერთად საინტერესო პროექტი განახორციელა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ “ ( პროექტის ხელმძღვანელი- ნინი კობახიძე ) .

პროქტის სახელწოდება- ,, ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა “. მიზანი - ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას საქართველოს ახალგაზრდებში სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით. 

ვრცლად...

ინგა ხალიბეგაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

Inga Khalibegashvili

მოგვილოცეთ!

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლას პირველი წამყვანი მასწავლებელი ყავს - ინგა ხალიბეგაშვილი!

ვულოცავთ ინგას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ.

ველოდებით სხვა კოლეგებისთვისაც ამ სტატუსის დადასტურებას!

წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა

comp

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 54 წარჩინებული მოსწავლე პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა. მათ შორის - მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე - თათია დოლიძე, სალომე ლომიძე და კესო ჯოხაძე.

ვრცლად...

ჟურნალ ,,ჩვენი სამყაროს" კონკურსის გამარჯვებულები საზაფხულო ბანაკში

Guram Mgebrishvili

ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ,,ჩემი სამყარო'', რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

ვრცლად...

დიანა რთველაძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

Diana Rtveladze

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული დიანა რთველაძე – იძულებით გადააგდილებული პირი სოფელ ბელოთიდან – ჩაირიცხა სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში.

ვრცლად...

საგზაო უსაფრთხოება სკოლებში

Safety

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლას  ა/წლის 23 მაისს სტუმრობდა საინფორმაციო კამპანიის - საგზაო უსაფრთხოება სკოლებში, წარმომადგენლები,  რომელიც  ხორციელდება საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის (https://www.facebook.com/swedenalumninetworkgeorgia/) ორგანიზებით შვედეთის სამეფოს საელჩოს (https://www.facebook.com/EmbassyOfSwedenInTbilisi/) მხარდაჭერით. 

ვრცლად...

იულონ გაგოშიძის ვიზიტი სკოლაში

I Gagoshidze lecture ა/წლის 23 აპრილს ჟურნალ ,,ჩვენი სამყაროს“ ეგიდით სკოლას სტუმრობდა ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ბატონი იულონ გაგოშიძე. შეხვედრის თემა იყო „რატომ ევროპა? - ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა“.

ვრცლად...

სოსო ცოტნიაშვილის ვიზიტი სკოლაში

S Tsotniashvili lectureჩვენი სკოლის მეგობარმა, პროფესორმა სოსო ცოტნიაშვილმა, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, სადაც ათასზე მეტი დევნილი სწავლობს, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,რა არის მათემატიკური აზროვნების წესი”.

ვრცლად...

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი წეროვანში

Prime Minister in school 06წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 3 საჯარო სკოლას სტუმრობდა. პრემიერ მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება, მიულოცა მათ წიგნის დღე და დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა დააანონსა.

ვრცლად...

Talk to us

085 888 5555