საქართველოს ეკონომიკური ინიციატივის მიერ წელს პირველად ტარდება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ფინანსური წიგნიერების ამაღლებას მოსწავლეებში. ეროვნულ რაუნდში გადავიდა 230 მოსწავლე საქართველოს მასშტაბით. მათ შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები სერგო გოგიძე, თამარ ბუთხუზი და ლიზი თარაშვილი. წარმატებები მათ შემდეგ ეტაპზე!
სიახლეები
ოკუპაციის კვირეული სკოლაში
სსიპ მცხედთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა დას ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების (მაკა ქენქაძე, მარგარიტა წეველიძე) ორგანიზებით 23 თებერვალს ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“
მიმდინარე წლის 24 თებერვალს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის „თქვი, არჯაკელო, ხვიარა ქსანზე ვინ ჩამოიარა“ ფარგლებში ჩაატარეს მესამე ღონისძიება „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“, რომელიც მიეძღვნა 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის ტკივილიან ისტორიას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვნის №3 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეებმა მსოფლიოს ას ქვეყანასთან ერთად აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
ინტელექტუალური თამაში „ცოდნით გაიმარჯვებ“
2022 წლის 15 დეკემბერს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებალმა ინგა ხალიბეგაშვილმა მეოთხე კლასში ჩაატარა ინტელექტუალური თამაში „ცოდნით გაიმარჯვებ“.
პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში"
რონდელის ფონდი აშშ საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში". პროექტის ფარგლებში დაიგეგმება საპრეზენტაციო სესიისთვის შერჩეულ მოსწავლეთა დედაქალაქში სასწავლო ვიზიტით სტუმრობა - 2022 წლის 22-23 ნოემბერს. წეროვნის მე-3 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო მასალა ადგილობრივი თემის საჭიროებების შესახებ, რაც გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრას.
ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩაატარა კონკურსი “კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში”.
კონფერენცია - "ერთი ისტორიული მოვლენა, ორი განსხვავებული თვალსაზრისი"
პირველ ოქტომბერს „ერისთაობის '’ დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ.წეროვნის N3 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტის „თქვი არჯაკელო ხვიარა’’ ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2022
მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა ,, მე-9 სამეცნიერო პიკნიკი“, რომელიც ემსახურებოდა მდგრადი განვითარების 17 მიზანს და ასევე სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩატარებას.