ოთხშაბათი, 22 იანვარი 2025
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

სამეცნიერო პიკნიკი სობისის საჯარო სკოლაში

,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით"

ა/წ 23 მარტს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის პროექტი ,,მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" ფარგლებში ჩატარდა, მორიგი აქტივობა სამეცნიერო პიკნიკი გორის რაიონ სოფელ სობისის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო პედაგოგის თამარ ბერიძის მასპინძლობით. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სოფელ ბერშუეთისა და სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა .

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებსა და სკოლებს შორის დამეგობრება და ცოდნის გაღრმავება საბუნებისმეტყველო საგნებში. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული გამოცდილება და აჩვენეს სადემონსტრაციო ცდები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სობისისა და ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორები და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ნანა დემუროვი, მაია ჯალაბაძე და ლელა ჭუმბურიძე. დიდი მადლობა მასპინძელ სკოლასა და წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორს , ქალბატონ ირმა ტატიშვილს საინტერესო აქტივობების ჩატარების ხელშეწყობისთვის.study day2study day1

Talk to us

085 888 5555