18 მარტს, ნარჩენების მართვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქიმიის კლუბის წევრებმა, აქტიურ მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად მოაწყვეს ღონისძიება სლოგანით: „გადაარჩინე ხე, ისუნთქე თავისუფლად!“, რომლის ფარგლებშიც შეაგროვეს მაკულატურა და ესტუმრნენ ,,შპს ნეოპრინტს“, რომელიც საქართველოში აწარმოებს მუყაოს ქაღალდს და მდებარეობს მცხეთის რაიონის დაბა წეროვანში, დევნილების კომპაქტურ დასახლებაში.კლუბის წევრებმა ჩააბარეს მაკულატურა, დაათვალიერეს საწარმო და გაეცნენ ქაღალდის წარმოების პროცესს.