ორშაბათი, 22 ივლისი 2024
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ოკუპაციის კვირეული სკოლაში


ოკუპაციის კვირეული სკოლაში

სსიპ მცხედთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა დას ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების (მაკა ქენქაძე, მარგარიტა წეველიძე) ორგანიზებით 23 თებერვალს ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა.

მე-10 კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც 1921წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას და ქართველთა მედგარ წინააღმდეგობას ასახავდა. ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის გააზრებას 1921 წლის თებერვალში დაღუპული ქართველი გმირების მაგალითზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნინი ლომიძემ, მარიამ ოთინაშვილმა და ნინო ჩიტაშვილმა წარმოადგინეს ანალიტიკური ესეები თემაზე: ,,როგორ აისახა რუსული ოკუპაცია მხატვრულ ლიტერატურაში“. განიხილეს კოლაუ ნადირაძის ლექსი,, 25 თებერვალი, 1921 წელი“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის ,,ბედი ქართლისა“ მიხედვით იმსჯელეს თემაზე ,,რუსეთთან კავშირი-საქართველოს ბედი თუ უბედობა“ დასასრულ, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი, რადგან მათ კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება გაეანალიზებინათ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის უმძიმესი შედეგები. ის შედეგები, რომლებმაც ისინი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია.

Talk to us

085 888 5555