კვირა, 24 სექტემბერი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

კონკურსი" მეცნიერება იწყება სკოლიდან"

ვიზიტი თელეთის რძის გადამამუშავებელ საწარმოში

ა/წ 23 თებერვალს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის:" მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით ". პროექტით გაწერილი აქტივობების ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯგუფი ესტუმრა თელეთის რძის გადამამუშავებელ საწარმოს.

საწარმოში ჯგუფს მეგზურობა გაუწია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლბლის კურსდამთავრებულმა თელეთის რძის საწარმოს მთავარმა ტექნოლოგმა ბატონმა რესან ბასილაძემ. ვიზიტში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის და სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ წეროვნის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების თამარ ბერიძის და ნანა დემუროვის, და პროექტის ხელმძღვანელის- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორის -თინათინ იოსებიძის და უნივერსიტეტთან დაფუძნებული პროფესიული სასწავლებლის რძის მთავარი სპეციალისტის- ზურაბ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოისმინეს საწარმოს მუშაობის სპეციფიკა, ტექნოლოგმა ვრცლად ისაუბრა რძის ხარისხის მნიშვნელობაზე და მის ერთ-ერთ დამაბინძურებელზე, ანტიბიოტიკებზე. საწარმოს ლაბორატორიაში ჩატარებული იქნა კვლევა რძეში და რძის პროდუქტ ყველში ანტიბიოტიკების არსებობის შესახებ.

wisit milk factory 2ვიზიტი თელეთის რძის გადამამუშავებელ საწარმოშიwisit milk factory 2ვიზიტი თელეთის რძის გადამამუშავებელ საწარმოში

Talk to us

085 888 5555