კვირა, 24 სექტემბერი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2022

,, ილიაუნის  სამეცნიერო  პიკნიკი 2022“

მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა ,, მე-9 სამეცნიერო პიკნიკი“, რომელიც ემსახურებოდა მდგრადი განვითარების 17 მიზანს და ასევე სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ჩატარებას.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N 3 საჯარო სკოლის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ნანა დემუროვმა და ამავე სკოლის მოსწავლეებმა: ანასტასია კახნიაშვილმა- V კლ, ანანო მეტრეველმა-Xკლ, ვაჟა კახნიაშვილმა- Xკლ, ლიზი რაზმაძემ- X კლ, ელენე ყოჩიშვილმა- Xკლ, თინათინ მაისურაძემ- Xკლ, ნატალი კასრაძემ- Xკლ, მარიამ მაღალდაძემ-Xკლ, სანდრა მერაბიშვილმა-XII კლ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს 5 აქტივობა: სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტები : ,, ჯაშუშური მელანი“, ,, ცისარტყელა ჭიქაში’’, ,, ქიმიური შუქნიშანი’’ , ,, ჯადოსნური რძე“ და პრეზენტაცია თემაზე: ,, ნარჩენების მართვა“. ღონისძიების მონაწილე სკოლას და მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები.

 

,, ილიაუნის  სამეცნიერო  პიკნიკი 2022“,, ილიაუნის  სამეცნიერო  პიკნიკი 2022“

Talk to us

085 888 5555