ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

პროქტი ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა “

Geo Os in11

მიმდინარე 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლასთან ერთად საინტერესო პროექტი განახორციელა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ “ ( პროექტის ხელმძღვანელი- ნინი კობახიძე ) .

პროქტის სახელწოდება- ,, ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა “. მიზანი - ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას საქართველოს ახალგაზრდებში სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით. 

ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ტრენინგში .ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ტრენინგში .კონფლიქტის თემა , ზოგადად , სენსიტიურია და იგი განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის ,  ვინც ოკუპაციის შედეგები საკუთარ თავზე გამოვცადეთ . 

პროქტის ბოლო ეტაპზე შეირჩა ორი მოსწავლე ( ნინო თადიაშვილი და ნელი იმნაძე ) ,  რომლებმაც დაგეგმეს ღონისძიების მოწყობა.  ის მომზადდა და განხორციელდა მოპოვებული 1000 ლარიანი გრანტის ფარგლებში ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე სოფელ ოძისის სკოლასთან ერთად . 

ღონისძიების სახელწოდება- ,, ნუ ესვრით თეთრ მტრედებს “ , მიზანი - მოსწავლეებში მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტი მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობა . ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა , პროექტის დასასრულს კი ,ორივე სკოლის მონაწილე 25 მოსწავლე და მასწავლებლები ( ნინო დოლიშვილი და მაია ფოთოლაშვილი ) მიიწვიეს ბიზნეს სერვის ,ტერმინალში “ სადაც გაიმართა ,, ახალგაზრდული ფორუმი “ ( ხელმძღვანელი -ნინო კალანდარიშვილი ) . პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ყველა აქტივობით დაადასტურეს რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ოს და აფხაზ თანატოლებთან ერთად , რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და იგი მათი წრფელი გულებიდან და სუფთა ხელებიდან იწყება. 

ფორუმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს სერტიფიკატები.სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელო წეროვნის N3 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის  ორგანიზატორებს და მხარდამჭერ ფონდ      ,, ლაზარეს “  , რომელიც უკვე არაერთხელ გახდა ინიციატორი ჩენი სკოლის სხვადასხვა პროექტებში ჩართვისა.

ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეა.

Talk to us

085 888 5555