კვირა, 24 სექტემბერი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

  • მთავარი
  • სიახლეები
  • წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა

სიახლეები

წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა

comp

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 54 წარჩინებული მოსწავლე პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა. მათ შორის - მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე - თათია დოლიძე, სალომე ლომიძე და კესო ჯოხაძე.

ახალგაზრდებს კომპიუტერები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

„მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. უდავოა, რომ ქვეყნის სიძლიერის მთავარ საყრდენს სწორედ განათლებული თაობები წარმოადგენენ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რათა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდები წაახალისონ და მათ ხარისხიანი განათლების მისაღებად შესაბამისი პირობები შეუქმნან”, - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტია. კომპიუტერი ყველა იმ მოსწავლეს გადაეცემა, რომლის შეფასებაც საბაზო საფეხურზე, დამრგვალების გარეშე, 10 ქულას შეადგენს.

Talk to us

085 888 5555