სახ. კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს (Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession, პროექტის ნომერი CPEA-2015/10004 - 2016-2019), რომელიც სრულად არის დაფინანსებული ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU).
პროექტი მოიცავს ინსტიტუციური განვოითარების სხვადასხცვა მიმნართულებას, თუმცა მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება.
ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ერთ-ერთი ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის სფეროში. კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს მასთან. პროექტის ფარგლებში ნორვეგიელი პროფესორების და მუსიკის პედაგოგიკის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი (სულ 15 სპეციალისტი) ყოველწლიურად (2016-2019) ჩამოდის საქართველოიში და სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ატარებს მუსიკის გაკვეთილებს.
მუსიკა კრეატიული ხელოვნებაა, ასე რომ მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მიზნად ისახავს კრეატიული უნარების გამომუშავებას ბავშვებში, მუსიკის გაკვეთილები ეხმარება მათ გამოხატონ საკუთარი თავი, გაიმდიდრონ წარმოსახვა, სიამოვნება მიიღონ მუსიკისგან. დასავლური საგანმანათლებლო სისტემის მრავალწლიანმა პრაქტიკამ (გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და სხვ) დაგვარწმუნა ზოგადი მუსიკალური განათლების ამ მიდგომის წარმატებასა და სისწორეში. ნორვეგიის მუსიკის აკადემიის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია სწორედ ამ უნარების განვითრებაზეა მიმართული; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ უნარების გამომუშავება ხდება ბავშვის მუსიკალური მონაცემის მიუხედავად.
კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, გააჩნია საერთო ფასეულობები და ხედვა
კონსერვატორიას ხანგრძლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროანის N3 საჯარო სკოლასთან; დაარსების დღიდან მხარს უჭერდა სკოლას სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსერვატორიის პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული მუსიკის სწავლების აკადემიურ პროცესში;
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მომზადების ეტაპზე ნორვეგიელი პროფესორებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნულ სკოლებში დაესწრო მუსიკის გაკვეთილებს და მოახდინა მუსიკის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების ინდენტიფიცირება სწორედ სწავლების მეთოდოლოგიის და მუსიკის პედაგოგთა მომზადების თვალსაზრისით.
მიმდინარე წელს 03 აპრილს პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა მასტერკლასი 2-9 კლასების მოსწავლეებისა და მუსიკის მასწავლებლებისათვის და შემაჯამებელი კონცერტი