კვირა, 24 სექტემბერი 2023
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

მძლეოსნობის ფესტივალი

Festival athletics 15სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის №3 საჯარო სკოლაში მე-7 მე-8 კლასების მოსწავლეებმა (სულ 6 კლასი; მოსწავლეთა რაოდენობა: 187) სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაიწყეს მომზადება მძლეოსნობაში. მათ შეისწავლეს: რბენითი სპეციალური ვარჯიშები, რბენის ტექნიკ,ა რბენები სხვადასხვა მანძილზე დროის აღრიცხვით და დროის გარეშე, გამორბენით და ადგილიდან სიგრძეზე ხტომის ტექნიკა და მათი თავისებურებები, მცირე ბურთის ტყორცნა მიზანში და მანძილზე, მძლეოსნობაში არსებული სპორტული ტერმინოლოგია.

2018 წლის 9 ნოემბერს დაიგეგმა მძლეოსნობის ფესტივალი სკოლის სასპორტო კლუბ „ნიკეს“ ორგანიზებით. ფესტივალმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში. 187 მოსწავლიდან 163-მმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგის მქონდე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით.

მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით დეკემბერში იგეგმება ფრენბურთის ფესტივალის ჩატარება..

 

Festival athletics 01 Festival athletics 03 Festival athletics 06 

Talk to us

085 888 5555