2018 წლის 19 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის დამკვირვებლებმა წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების სკოლაში უფროსკლასელებს ჩაუტარეს პრეზენტაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან 10 წლის იუბილის ფარგლებში. ადამიანის უფლებებისა და ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმართულებით მომუშავე ჯგუფებმა მცხეთის ოფისის უფროსის მოადგილესთან ერთად დინამიკური და კონსტრუქციული დიალოგი გამართეს მოზარდებთან.
მოწაფეები დაინტერესდნენ დამკვირვებელთა მოვალეობებითა და საქმიანობით, პატრულირების სიძნელეებითა და გამოწვევებით; დასვეს ზოგადთემატური შეკითხვები ევროკავშირისა და მისიის შესახებაც.
გარდა ამისა, მათ გამოთქვეს სურვილი კიდევ უმასპინძლონ მისიის დამკვირვებლებს სკოლაში, რათა უფრო ხშირად ჩაუტარდეთ ევროკავშირთან დაკავშირებული პრეზენტაციები. დამკვირვებლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს მოწაფეებს და დაპირდნენ მორიგ სტუმრობას.