კვირა, 07 მარტი 2021
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა

IYBევროპის ფონდის ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა "ახალგაზრდული იდეა" 8 ოქტომბერს ეწვია ჩვენ სკოლას. მათ 14-16 წლის ახალგაზრდებს გააცნეს  თავიანთი კონცეფცია და პროგრამა და ჩაატარეს გასაუბრება მათ ფონდში თანამშრომლობის მსურველ მოსწავლეებთან. გამოიკვეთა ერთობლივი სამოქმედო გეგმა და დაისახა პრიოროტეტები.პროგრამის მიზანია ახალგაზრდების (გოგონებისა და ბიჭების) სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდა, ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.

ევროპის ფონდი იყენებს ახალგაზრდული იდეის (Youth Bank) მეთოდოლოგიას, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა. ახალგაზრდული იდეა გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, ჩამოყალიბება-გაძლიერებას ტრეინინგებითა და ფინანსური რესურსებით, რათა მათ, თავის მხრივ, თანატოლების მიერ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი პროექტების შერჩევა, დაფინანსება და მონიტორინგი შეძლონ. პროგრამის მეშვეობითაც ახალგაზრდები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და იუმჯობესებენ ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, ობიექტურად და გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, კომუნიკაციის, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების მომზადებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების უნარ-ჩვევებს.

2008-2016 წლებში პროგრამის ფარგლებში ტრენინგი 930-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაც, თავის მხრივ, 8,128-ზე მეტი მოხალისის (გოგონებისა და ბიჭების) მობილიზება და მათი ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების გადაჭრაში ჩართვა მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული იდეის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან 160-ზე მეტ შემთხვევაში საჯარო სკოლებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროექტებს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს.
პროგრამის დეტალური აღწერა და წლიური ანგარიშები იხილეთ ბმულზე

Talk to us

085 888 5555