კვირა, 07 მარტი 2021
school and education

დაგვირეკეთ

577 54 48 19

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

სიახლეები

ნორჩ  ქიმიკოსთა  კლუბი 10 საუკეთესოთა შორისაა

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ხელბძღვანელი ნანა დემუროვი2017  წლის  23-24  სექტემბერს  ჩატარდა  ტრენინგი  საკლუბო/საწრეო  საქმიანობის  ხელშეწყობით  „საქართველოს  დებატების და  განათლების ინსტიტუტის“  და  მასწავლებლის  მხარდაჭერით.  ამ  ტრენინგის   შემდგომ  დიდი  დაინტერესებით  ჩაერთო   წეროვნის  მე-3  საჯარო  სკოლის  ორი  კათედრა  და  შეიქმნა  მათემატიკოსთა  კლუბი  და  ნორჩ  ქიმიკოსთა  კლუბი  12. 10. 2017  წელს .  მათემატიკის  კლუბში  ირიცხება  12  მოსწავლე  და  დაიგეგმა  33  სამუშაო  შეხვედრა.  ქიმიის  კლუბში  ირიცხება  15  მოსწავლე და  დაიგეგმა  30  სამუშაო  შეხვედრა. 

„საქართველოს  დებატებისა  და  განათლების  ინსტიტუტის „  მოთხოვნით  კლუბების  ხელმძღვანელების  მიერ  ჩატარდა  სამუშაო   შეხვედრები  ონლაინ  ფორმატით.  კლუბების  საქმიანობის  მონიტორინგის  შედეგებით     500  კლუბიდან  შეირჩა  100  საუკეთესო  კლუბი  და  კლუბის  ხელმძღვანელი,  მათ  შორის  მათემატიკის  კლუბი  და  მისი  ხელმძღვანელი  პაატა  შიუკაშვილი . ნორჩ  ქიმიკოსთა  კლუბი  და  მისი  ხელმძღვანელი  ნანა  დემუროვი.

9  დეკემბერს  2017  წელს  „ საქართველოს  დებატებისა  და  განათლების  ინსტიტუტის“  და  მასწავლებელთა  სახლის  მიერ  ჩატარდა  ღონისძიება  100  საუკეთესო  კლუბის  ხელმძღვანელების  დასაჯილდოვებლად ,  სასტუმრო  „  BLUE  IVERIA”  - ში.  100  საუკეთესოთა შორის  შეირჩა  10  საუკეთესო  კლუბის   ხელმძღვანელი.  მათ  შორის  ნორჩ ქიმიკოსთა  კლუბი  და   მისი  ხელმძღვანელი:  ნანა  დემუროვი.

ჩვენს  მასწავლებლებს  გადაეცათ   სერთიფიკატები  საუკეთესო  კლუბის  ხელმძღვანელის  და  საუკეთესო ვიდეო გაკვეთილების   ჩატარებისთვის.

Talk to us

085 888 5555