14 აპრილს სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ,,ენა ბურჯია ერისა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. მასწავლებლების- ნანა გიგაურისა და ნინო ნოზაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ღონისძიება, ინფორმაციული, მხატვრული და ვიზუალურად ეფექტური იყო. ბავშვებმა დოკუმენტური კადრების ფონზე გაიხსენეს ისტორიული ფაქტები, თემაზე შექმნილი პოეზიისა და პროზის ნიმუშები.