პარასკევი, 20 სექტემბერი 2024
school and education

დაგვირეკეთ

577 62 56 45

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა

  • მთავარი
  • აქტივობები
  • მუსიკის პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამა

მუსიკის პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამა

სახელმწიფო კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის (ოსლო) ერთობლივი პროექტი

სახელმჭიფო კონსერვატორიაNMH logo

Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession

პროექტის აღწერა

სახ. კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის (ოსლო) ერთობლივი პროექტი - Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession, პროექტის ნომერი CPEA-2015/10004 - 2016-2019; დაფინანსდა ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2016 წლის 25 იანვარს

პროექტი მოიცავს

მუსიკის პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას

პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება.

მიზანიც მუსიკის მოყვარულის აღზრდაა; თუმცა ზოგადი მუსიკალური განათლების, ანუ მოყვარულად, მსმენელად ჩამოყალიბების გზაზე პრობლემები უხვად არის; და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში ბავშვები მუსიკის საგანს სავალდებულოდ სწავლობენ 1-9 კლასების ჩათვლით).

შესაბამისად პროექტის მიზანია მუსიკის პედაგოგიკის მიმართულებით:

  1. კონსერვატროიაში საგანმანათლებლო პროგრამა ”მუსიკის პედაგოგიკის” შექმნა, და
  2. ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლისთვის მუსიკის სწავლების დასავლური გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პედაგოგიური პრაქტიკა.

საჭიროების მოკლე აღწერილობა მუსიკის პედაგოგიკის და მუსიკის სწავლების დარგში

სამუსიკო განათლება პირობითად ორად შეიძლება დავყოთ: 1.უწყვეტი (რომელიც პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს; საქართველოში პროფესიონალი მუსიკოსის აღზრდის და სწავლების წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა და ტრადიცია არსებობს, რასაც ქართველი მუსიკოსების საერთშორისო წარმატებები ადასტურებს; და 2.ზოგადი (რომლის მიზანიც მუსიკის მოყვარულის აღზრდაა; თუმცა ზოგადი მუსიკალური განათლების, ანუ მოყვარულად, მსმენელად ჩამოყალიბების გზაზე პრობლემები უხვად არის; და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში ბავშვები მუსიკის საგანს სავალდებულოდ სწავლობენ 1-9 კლასების ჩათვლით).

  • არ არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა/სასერთიფიკატო კურსი, რომელიც მეთოდოლოგიურად მოამზადებდა მუსიკის მასწავლებლებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის.
  • ამჟამად არსებული მუსიკის პედაგოგთა უმრავლესობას არ გააჩნია მუსიკალური განათლება, რაც საგაკვეთილო პროცესში აქცენტს იწვევს თეორიაზე, ისტორიაზე და უკანა პლანზე გადადის ბავშვებში კრეატიული უნარების გამომუშავება.
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში არ არსებობს მუსიკის საგნის სწავლების შესაბამისი მეთოდოლოგია
  • თსკ-ს პროექტი ეხმიანება ამაევ დროს მუსიკის მასწავლებლის კვალიფიკაციის შესახებ არსებულ მწვავე დისკუსიას, რომელიც დღევანდელ დღეს მიმდინარეობს. ამ კუთხით კონსერვატორიის ექსპერტები ჩრთულნი არიან სამუშო ჯგუფში.

აქტივობის განმახორციელებლი მხარეები: თბილისის სახ. კონსერვატორია და ნორვეგიის მუსიკის აკადემია, ოსლო.

რატომ ნორვეგიის მუსიკის აკადემია?

  • ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ერთ-ერთი ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის სფეროში.
  • იგი გვევლინება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრად როგორც სკანდინავიაში ისე დასავლეთ ევროპაში.
  • მუსიკა კრეატიული ხელოვნებაა, ასე რომ მუსიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მიზნად ისახავს კრეატიული უნარების გამომუშავებას ბავშვებში, მუსიკის გაკვეთილები ეხმარება მათ გამოხატონ საკუთარი თავი, გაიმდიდრონ წარმოსახვა, სიამოვნება მიიღონ მუსიკისგან. დასავლური საგანმანათლებლო სისტემის მრავალწლიანმა პრაქტიკამ (გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და სხვ) დაგვარწმუნა ზოგადი მუსიკალური განათლების ამ მიდგომის წარმატებასა და სისწორეში. ნორვეგიოის მუსიკის აკადემიის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია სწორედ ამ უნარების განვითრებაზეა მიმართული; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ უნარების გამომუშავება ხდება ბავშვის მუსიკალური მონაცემის მიუხედავად.
  • კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, გააჩნია საერთო ფასეულობები და ხედვა

დაგეგმილი აქტივობები:

  1. მუსიკის პედაგოგიკის საგნამანათლებლო პროგრამის და სასერთიფიკატო კურსის შექმნა კონსერვატორიაში; ნორვეგიელი და ქართველი პროფესორების და დარგის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი იმუშვებს მუსიკის პედაგოგიკის კურიკულუმის შექმნაზე;

ა) 60 კრედიტიანი, მუსიკის პედაგოგიკის ერთ წლიანი პროგრამის შემუშავება და დანერგვა კონსერვატროიაში.

  • აღნიშული პროგრამის აკრედიტაცია დაგეგმილია 2016 წლის ოქტომბერში; პირველი მიღების გამოცხადება 2017 წლის სექტემბრიდან

ბ) 30 კრედიტიანი სასერთიფიკატო კურსის მომზადება საჯარო სკოლაში დასაქმებული იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ განათლება მუსიკის მიმართულებით

  • აღნიშნული კურსის მომზადება და შემუშავება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე; პირველი სასერთიფიკატო კურსის გაშვება კი 2017 წლის იქნვრიდან
  1. ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლების მეთოდოლოგიური მომზადება

ა) კონსერვატორიის და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგების, უფასო სასერთიფიკატო კურსების საშუალებით.

  • ერთობლივი ტრენინგი დაგეგმილია 2016-2019 წლების განმავლობაში
  • კონსერვატორია უფასო სასერთიფიკატო კურსებს შესთავაზებს საჯარო სკოლის მუსიკის საგნის პედაგოგებს 2017 წლის იქნვრიდან

ბ) ერთობლივი პედაგოგიური პრაქტიკა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა

  • დაგეგმილია 2016-2019 წლების განმავლობაში მარტ-აპრილში (10 დღის მანძილზე). ნორვეგიული სპეციალისტების მონაწილეობით პირველი გაკვეთილის ჩატარება დაგეგმილია 2016 წლის 29 მარტიდან 9 აპრილამდე. ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორების, სტუდენტების და დარგის პრაქტიკოსი წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი (10 კაცი მუსიკის პედაგოგიკის მიმართულებიდან) ქართველ კოლეგებს საგაკვეთილო პროცესში გაუზიარებს მუსიკის სწავლების დასავლურ მეთოდოლოგიას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ენა ბარიერი არ იქნება რამდენადაც ჯგუფს მუდმივად ეყოლება თარჯიმანი, რომელიც თავისუფლად ფლობს როგორც ინგლისურ ენას ისე მუსიკალურ ტერმინოლოგიას; თავად მუსიკა, მოგეხსენებათ უნივერსალური ენაა და ენის ბარიერის პრობლემაც მინიმუმამდე დაჰყავს.
  • 2016 წლის 4 აპრილიდან 9 აპრილამდე გაკვეთილების ჩატარება დაგეგმილია წინასწარ შერჩეულ 2 ზოგადსაგანმანათელბლო საჯარო სკოლაში. აღნიშნული მეცადინეობები სკოლის მიერ დადგენილი ცხრილის ფარგლებში ჩატარდება. მიზნობრივი ჯგუფი არის 3-4 და 5-7 კლასის მოსწავლეები.

საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებლების მეთოდოლოგიური მომზადებისთვის და ერთობლივი პედაგოგიური პრაქტიკის განსახორციელებლად კონსერვატორიამ შეარჩია შემდეგი 2 სკოლა:

  1. თბილისის #122 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა; და
  2. წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა.

სკოლების შერჩევა არ მომხდარა სტიქიურად:

  • კონსერვატორიას ხანგრძლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს წეროვანის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან; დაარსების დღიდან მხარს უჭერდა სკოლას სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსერვატორიის პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული მუსიკის სწავლების აკადემიურ პროცესში;
  • #122 სკოლა მონაწილეობდა სკოლების საგუნდო ფესტივალში, სადაც მაღალი შედეგი აჩვენა.
  • ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მომზადების ეტაპზე ნორვეგიელი პროფესორებისა და კონსერვატორიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნულ სკოლებში დაესწრო მუსიკის გაკვეთილებს და მოახდინა მუსიკის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების ინდენტიფიცირება სწორედ სწავლების მეთოდოლოგიის და მუსიკის პედაგოგთა მომზადების თვალსაზრისით.

შედეგი:

  1. შექმნილი მუსიკის პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამა და სასერთიფიკატო კურსი კონსერვატროიაში
  2. დასავლური სწავლების მეთოდოლოგიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში და დატრენინგებული პედაგოგები მუსიკის საგნის სწავლების კუთხით.
  3. კვალიფიკაცია ამაღლებული პედაგოგები
  4. მუსიკის პედაგოგები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატრებს და დატრენინგდებიან უფასოდ
  5. ერთობლივ გაკვეთილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ თავად სკოლის პედაგოგებისთვის, რადგან ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები პრაქტიკაში ეზიარებიან მუსიკის სწავლების დასავლურ მეთოდოლოგიურ სისტემას, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არა მარტო ის თუ ”რას ვასწავლით”, არამედ ”როგორ ვასწავლით”.
  6. სოციალური იმპაქტი, განსხვავებული კულტურული გარემოთა დიალოგი.

Talk to us

085 888 5555